საოცნებო სამსახური: აქ ფულს გადაგიხდიან, თუ ლეკვებს მოეფერებით
საოცნებო სამსახური: აქ ფულს გადაგიხდიან, თუ ლეკვებს მოეფერებით
არა ერთი ადამიანი უანგაროდ ეხმარება ცხოველებს - ზრუნავენ მათზე და სიყვარულს ჩუქნიან. ამას უბიძგებთ კეთილი გული, რომელიც სავსეა სიყვარულით, - წერს გამოცემა "Upsocl"-ი, მაგრამ თუ ასეთ ადამიანებს მზრუნველობისთვის ცოტა თანხასაც გადაუხდიან, ამ შემთხვევაში ეს იდეალური სამსახური იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არარეალურად ჟღერს, მსგავსი სამსახურები ნამდვილად არსებობს.

აღმოჩნდა, რომ ფლორიდაში არსებული "ტამპა-ბეის" ჰუმანური საზოგადოება ლეკვებზე მზრუნველი მოხალისეების სიმცირეს განიცდიდა. ამიტომ, ამ საზოგადოების მფლობელი - ცხოველთა მოყვარული ეძებს ადამიანებს, რომლებიც ცხოველებს მცირე თანხის სანაცვლოდ მოეფერებიან და ჩაეხუტებიან.

Zooclub

ამ სამუშაოს დასაწყებად მხოლოდ ერთი პირობაა:
გიყვარდეს ცხოველები და ყოველთვის მზად იყო მათ მოსაფერებლად. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოთხფეხა არსება შეშინებული,
დათრგუნული, ან პოსტოპერაციულ პერიოდშია.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მოხალისეა, ძირითადად, ესენი არიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც არდადეგების შემდეგ სწავლას უბრუნდებიან. ამიტომ, გარკვეულ პერიოდში, მოხალისეების რაოდენობა შესამჩნევად მცირდება, რის შედეგადაც ლეკვები კარგავენ იმ ყურადღებას, რასაც მიჩვეულნი იყვნენ. ეს კი მათ ჯანმრთელობასა და ხასიათზე მკვეთრად აისახება.

Zooclub

გარდა ამისა, ცხოველების მჭიდრო კონტაქტი ადამიანებთან, ლეკვებს/ძაღლებს მზრუნველი ოჯახის სწრაფად პოვნაში ეხმარება. ახალ პატრონებთან შეხვედრისას, ისინი თბილები, მოსიყვარულე და მეგობრულები არიან. 

Zooclub

ასევე იხილეთ:

ფისომოყვარულთა საოცნებო სამსახური: მოეფერო კატას თანხის სანაცვლოდ

ფისომოყვარულების საყვარელი სამსახური საბერძნეთის ულამაზეს კუნძულზე, სადაც 55 კატა ცხოვრობს

იტალიაში ბანკის თანამშრომლებს თავიანთი შინაური ცხოველების სამსახურში მიყვანის ნება დართეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?