კატა, რომელიც ფულს დამოუკიდებლად გამოიმუშავებს და უსახლკარო ადამიანებს ეხმარება (+ვიდეო)
ცხოველთა თავშესაფრიდან აყვანილი ჩვეულებრივი კნუტი ერთ-ერთი კომპანიის სრულუფლებიანი თანამშრომელი გახდა, თუმცა, მან მოგვიანებით შეძლო ის, რასაც ყველა ადამიანი თუ ცხოველი ვერ მოახერხებდა.

კატა კეშნიფი სტუარტ მაქდანიელმა ოკლაჰომას (აშშ) თავშესაფრიდან ექვსი თვის ასაკში აიყვანა. მიზეზი კი ოფისში შემჩნეული თაგვების მოშორება იყო. ასე შეემატა ოფისის თანამშრომლებს ფუმფულა წევრი.

კეშნიფი მთელი დღის განმავლობაში შენობაში სეირნობს, თანამშრომლის მაგიდებზე იძინებს და მეტიც, შემთხვევით, ელექტრონული ფოსტით დაუსრულებელ წერილებსაც აგზავნის, როდესაც კლავიატურაზე ნებივრობს.

რამდენიმე ხნის შემდეგ, პატრონმა შეამჩნია, რომ თაგვები გაქრნენ, ხოლო ოფისის ჰოლში ფული არსაიდან ჩნდებოდა. ეს იყო
დოლარის კუპიურები, რომლებიც თანამშრომლებს ყოველდღე შესასვლელ კართან ხვდებოდათ.

Zooclub

შენობა, სადაც კატა ცხოვრობს, ოკლაჰომაში, ხალხმრავალ ადგილას
მდებარეობს, სადაც ბევრი ფეხით მოსიარულე დადის, მაგრამ რატომ ტოვებენ ისინი ფულს და რისთვის?

ოფისის თანამშრომლებმა კეშნიფის თვალთვალი გადაწყვიტეს და საინტერესო რამ აღმოაჩინეს: კატა მთელი დღე შუშის კართან ზის და ელოდება გამვლელებს. ყველას გასაკვირად, არაერთი ადამიანი ჩერდება და ქაღალდის კუპიურას მას კარიდან აწვდის, ხოლო კატა ფულს თათებით ართმევს. მათ შორის არიან როგორც უცხო ადამიანები, ისე კეშნიფის "თაყვანისმცემლები", ისინი თანხას თითქმის ყოველდღე იმეტებენ.

კომპანიის თანამშრომლებმა თავადაც რამდენჯერმე სცადეს კატისთვის თანხის მიწოდება, ცხოველი დიდი სიამოვნებით ჩაებღაუჭა კუპიურებს, თითქოს მთელი ცხოვრების განმავლობაში ამას აკეთებდა.

ქალაქის ცენტრში დადის საკმაოდ ბევრი უსახლკარო ადამიანი, რომლებიც ხშირად ჩერდებიან ოფისთან და შუშის კართან მჯდომ კატას ელაპარაკებიან. ამიტომ გადაწყდა, რომ  კეშნიფის მიერ "გამომუშავებული" თანხა უსახლკარო ადამიანების დახმარების ცენტრში გადაირიცხოს. შინაურმა ცხოველმა 100 დოლარზე მეტის გამომუშავება შეძლო.

მეტიც, ოფისის კართან გაჩნდა წარწერა, რომელიც გამვლელებს აფრთხილებს, რომ შუშის იქით დგას კატა დიდი კეთილი გულით. იგი მზადაა, ფული თათებით წაგართვათ და უსახლკარო ადამიანებს დაეხმაროს. ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია, კუპიურა კარის ჭრილში შეაცუროთ.

Zooclub

ადრე ეს კატა არავის სჭირდებოდა და შესაძლოა, თავისი ხანმოკლე სიცოცხლე თავშესაფარშიც გაეტარებინა, თუმცა, ახლა ის გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება.

და კიდევ, მას Facebook-ზე საკუთარი გვერდიც აქვს და მის სახელზე არაერთი წერილი იგზავნება. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც თანხას კეშიფის სახელზე გზავნიან, რაც ქველმოქმედებაში იხარჯება.

ასევე იხილეთ:

კუდიანი მდივანი: კატა ოფისში ტელეფონის ზარებს პასუხობს

ძაღლები, რომ ოფისში მუშაობდნენ...

კატა დახმარების სათხოვნელად ყოველდღე ქუჩაში გამოდის
ლუკა
საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი გასაჭირი ფისოს. გამოვლილი აქვს ფისოს უსახლკარობა, ამიტომ გადაწყვიტა უსახლკაროთა დახმარება. მდიდარი ოჯახიდან რომ ყოფილიყო, ამ ფულით შამპანურს იყიდიდა და თავზე გადაისხამდა.
manana
რა ციცოცხლე სიხარული ხარ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?