ავსტრალიელმა მეხანძრეებმა, მათივე გადარჩენილ ცხოველებთან ერთად, კალენდრისთვის ფოტოები გადაიღეს
ავსტრალიელმა მეხანძრეებმა, მათივე გადარჩენილ ცხოველებთან ერთად, კალენდრისთვის  ფოტოები გადაიღეს
26 წელია, რაც ავსტრალიის სახანძრო სამსახური აქვეყნებს კალენდარს, რომელზეც აღბეჭდილნი არიან სექსუალური მეხანძრე-მაშველები. მიზანი ქველმოქმედებაა, - წერს გამოცემა "Artfido"-ი.

1993 წლიდან მოყოლებული დღემდე, სექსუალური მაშველების დახმარებით, 2,8 მილიონი დოლარი შეიკრიბა, რაც სრულად მოხმარდა ქველმოქმედებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიაში მეხანძრედ ყოფნა იოლი არაა, რადგან კონტინენტზე ხანძარი მასშტაბურია.

ხანძარი შესაძლოა მოიცავდეს უზარმაზარ ტერიტორიებს, რაც მოითხოვს დიდ პროფესიონალიზმს და სიფრთხილეს. შედეგად, მეხანძრის პროფესია არა მხოლოდ მოთხოვნადი, არამედ პატივსაცემი საქმიანობაა.

ჟურნალის წარმომადგენლის თქმით, ისინი მოგზაურობენ ავსტრალიის ტერიტორიაზე, რათა ყველაზე მიმზიდველი მეხანძრეები კალენდრისთვის გადაიღონ. ზოგიერთ მათგანს
დიეტაზე ყოფნა და სავარჯიშო დარბაზში ხშირი სტუმრობა უწევს, რათა კალენდრის მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

კალენდარის შექმნაში სულ
65-მა მეხანძრემ მიიღო მონაწილეობა. ისინი თავიანთ გადარჩენილ ცხოველებთან ერთად პოზირებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა


გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?