კატა დახმარების სათხოვნელად ყოველდღე ქუჩაში გამოდის
კატა დახმარების სათხოვნელად ყოველდღე ქუჩაში გამოდის
ბელარუსის ერთ-ერთ ქალაქში შესაძლოა, შეხვდეთ ულამაზეს კატას, რომელიც ყოველდღე "სამუშაოდ" ქუჩაში გამოდის და მოწყალებას ითხოვს. შინაური ცხოველი მოვლილი და ნაკვები ჩანს. სტატიის ავტორის თქმით, ის ცოტა თავხედურადაც იქცევა. 

ეს ფუმფულა არსება ყოველდღე ქუჩის ერთსა და იმავე ადგილზე მიდის, მოკალათდება თბილ პლედში, ხოლო გვერდით უდევს წარწერა შემდეგი ტექსტით: "კეთილო ადამიანებო, ძალიან მიყვარს ხორცი და თევზი. გთხოვთ, დამეხმაროთ და მიწილადოთ მცირეოდენი თანხა, ღმერთი გფარავდეთ!"

Zooclub

გარდა ამისა, ცხოველი შეგროვებულ ფულს ყურადღებით დარაჯობს. მის სიახლოვეს ყოველთვის ზის მოხუცი, სწორედ ისაა კატის პატრონი. აღმოჩნდა, რომ ოდესღაც
მან ეს კატა სიკვდილისგან იხსნა და სახლში წაიყვანა. ხნიერ ქალთან კიდევ რამდენიმე შინაური ცხოველი ცხოვრობს,
თუმცა, მისი პენსია მათი გამოკვებისთვის საკმარისი არაა, ამიტომ მოხუცმა ცხოველს მისცა შანსი ,თავად გამოიმუშავოს ფული.

საინტერესოა, რას აკეთებენ ამ დროს ხნიერ ქალთან მცხოვრები სხვა შინაური ბინადრები?

ასევე იხილეთ:

როცა მოხუცს მაღაზიაში წასვლა აღარ შეეძლო, თავის ძაღლს მისცა კალათა და...

როდესაც მოხუცი დაიღუპა, მის სახლში უცნაური რამ იპოვეს. მაშველები გაოცებულნი იყვენენ

უსახლკარო ძაღლს ქუჩაში ძველ სათამაშოსთან ჩახუტებულს ეძინა - ამ ფოტომ მთელი ინტერნეტი მოიარა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?