ბრიტანელმა წყვილმა კატის დახმარებით მილიონი გირვანქა სტერლინგი მოიგო
ბრიტანელმა წყვილმა კატის დახმარებით მილიონი გირვანქა სტერლინგი მოიგო
ნოტინგემის საგრაფოს (ინგლისი) ერთი ოჯახით მეტი მილიონერი შეემატა და ყოველივე კატის, ტორტიკის (Shortcake),  დამსახურებაა. პაულა და ენდრიუ ჰენკოკების საყვარელ ჟღალ კატას ძალიან უყვარს ჭამა, ამასთანავე, ის უარს არ ამბობს მუდმივად მიირთვას გემრიელობები, რაც მის პუტკუნა მუცელზე ნათლად აისახება.

და აი, ერთ ბედნიერ საღამოს ოჯახის წევრები სამსახურიდან სახლში დაღლილები დაბრუნდნენ და მათი ერთადერთი მიზანი დასვენება იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გზად კატის საკვების ყიდვა დაავიწყდათ. ტორტიკი მრავლისმეტყველად ახამხამრებდა თვალებს და დაბალ ხმაზე კრუტუნებდა. ენდრიუმ გადაწყვიტა, საყვარელი ბინადარი არ გაებრაზებინა და  უახლოეს ბენზინგასამართ სადგურზე
საკვების საყიდლად წასულიყო, მანქანაში საწვავიც ჩაესხა.

Zooclub

მამაკაცმა შეძენილი საქონლის თანხა გადაიხადა, მიიღო ხურდა და ლატარიის
ბილეთი, რომელსაც ის ზოგჯერ ყიდულობდა. როდესაც ენდრიუმ დაფარული ციფრები გადაფხიკა, თვალებს არ უჯერებდა - საფარქვეშ მაქსიმალური მოგების სიმბოლო გამოჩნდა. სახლშიც დიდი ხანი ვერ იჯერებდნენ, სანამ ბილეთი ინტერნეტ პორტალზე არ შეამოწმეს - ჰენკოკების ოჯახმა 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოიგო.

Zooclub

გახარებულმა ენდრიუმ ვერც კი შეამჩნია, რომ კატის საკვების ყიდვა დაავიწყდა. სახლში დაბრუნებულ პატრონს ტორტიკი ფეხებში ედებოდა და საკვებს ითხოვდა. შუა ღამეს გასვლა არავის უნდოდა, ამიტომ ფუმფულა ბინადარს მაცივრიდან ლორი შესთავაზეს, რაზეც ტორტიკი დიდი სიამოვნებით დათანხმდა, თუმცა მომდევნო დილით კატას თავისი საყვარელი ქათმის სასუსნავი უყიდეს. ოჯახი პირობას დებს, რომ ტორტიკს გემრიელი სასუსნავებით ყოველდღე გაანებივრებს, ხოლო მოგებული თანხით ისინი მოგზაურობას გეგმავენ.

წყარო: mirror.co.uk

ასევე იხილეთ:

კატამ კლავიატურაზე გადაირბინა და 100 ათასი დოლარი მოიგო
ელგუჯა
რაის ხურდაში გამოართვეს ლატარიის ბილეთი ტუ არ იყიდიენ კატის საჭმელი?!
ტოტო
ჭამით მოკლავენ კატას,უშველეთ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?