კატამ კლავიატურაზე გადაირბინა და 100 ათასი დოლარი მოიგო
კატამ კლავიატურაზე გადაირბინა და 100 ათასი დოლარი მოიგო
კატა დამოუკიდებელი ცხოველია, დადის და ისვენებს სადაც უნდა, სეირნობს და ძინავს, რამდენ ხანსაც უნდა. ეს ფუმფულა არსება პატრონს არასოდეს ემორჩილება. და აი, ამერიკაში მცხოვრები კატა არასასურველ დროს მოკალათდა ნოუთბუკზე, პატრონმა იფიქრა, რომ ყველაფერი დაიკარგა, მაგრამ შედეგი მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა.

გაიცანით ისტორიის მთავარი გმირები: კატა, სახელად მოჩი და პატრონი ჯესიკა შლეიდერი.

ჯესიკა სტოუნი-ბრუქის უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის დოცენტია და მისი ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა გრანტების მისაღებად პროექტების წერაა. როდესაც გოგონა სახლში მუშაობს, მას თავისი კატაც ეხმარება.

მოჩის ძალიან უყვარს ჯესიკას ნოუთბუკი, კერძოდ, მასზე სიარული
და მოკალათება.

ერთ დღეს გოგონა საკუთარი კვლევის დაფინანსების მისაღებად განაცხადს ავსებდა. თანხა საკმაოდ დიდი იყო
- 100 ათასი დოლარი. როდესაც მან წერა თითქმის დაასრულა, გადაწყვიტა, რამდენიმე წუთით ძაღლი ეზოში გაეყვანა, ხოლო შემდეგ პროექტი კიდევ ერთხელ შეემოწმებინა, რათა უხეში შეცდომები გაესწორებინა.

Zooclub

პატრონის არყოფნის პერიოდში მოჩიმ ნოუთბუკზე სეირნობა ან დაწოლა გადაწყვიტა - სახლში დაბრუნებულმა ჯესიკამ კომპიუტერის ეკრანს შეხედა და მიხვდა, რომ რაღაც ისე არ იყო: კატამ შემთხვევით პატრონის განაცხადი მითითებულ მისამართზე გაგზავნა.

Zooclub

როდესაც ჯესიკას ისტერიის შეტევამ გადაუარა, მიხვდა, რომ ვეღარაფერს შეცვლიდა და გამოსავალი მხოლოდ ლოდინი იყო.

და აი, რამდენიმე ხნის შემდეგ, კატის პატრონმა შეიტყო, რომ გრანტი მიიღო!

Zooclub

როგორც ჩანს, მოჩიმ იცოდა, თუ რას აკეთებდა. მას პატრონის პროფესიონალიზმში ეჭვი არ შეჰპარვია.

Zooclub

ამის შესახებ ჯესიკამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

მოჩის იმდენად წარმატებული თათები აქვს, ამის შემდეგ, შესაძლოა, ყოველი დასაფინანსებელი პროექტი ჯესიკამ თავის ბინადარს გააგზავნინოს. 

ასევე იხილეთ:

ოფიციანტობიდან - მილიონერობამდე! დადო თუ არა თავისი კატის ფოტო ინტერნეტში, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა
Tbilisi
ალბათ იქითა მხარეს გრანტი სხვა კატამ შეამოწმა და გასცა 100 ათასი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?