ოფიციანტობიდან - მილიონერობამდე! დადო თუ არა თავისი კატის ფოტო ინტერნეტში, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა (+ვიდეო)
ოფიციანტობიდან - მილიონერობამდე! დადო თუ არა თავისი კატის ფოტო ინტერნეტში, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა (+ვიდეო)
ტაბატა ბუნდენსენი ინტერნეტის ვარსკვლავის, ჭირვეული კატის, სახელად სოუს ტარდარის პატრონია. ტაბატამ თავისი ჭირვეული კატის დახმარებით გამდიდრება შეძლო და სახელი გაითქვა.

ამ გოგონამ შეძლო, მშვიდი გულით განთავისუფლებულიყო თავისი ყოფილი სამსახურიდან. საქმე ის არის, რომ იმ დროიდან, როდესაც იგი პირველად გამოჩნდა სოუს ტარდართან ერთად საზოგადოების წინაშე, მისმა შემოსავალმა 100 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ცხოველის მუდამ მოღუშულმა და გაბრაზებულმა სახემ ინტერნეტში წარმოუდგენელი ფურორი მოახდინა და მის პატრონს სახელი გაუთქვა.

Zooclub

"საზოგადოების წინაშე გამოჩენის შემდეგ, რამოდენიმე დღეში მე დაუფიქრებლად წამოვედი სამსახურიდან. ადრე მე ოფიციანტად ვმუშაობდი.
მას შემდეგ კი ჩემს ტელეფონზე უბრალოდ არ წყდება ზარები”.

“წარმოუდგენელია, რომ ასე მცირე დროის
მანძილზე მან შეძლო, პრაქტიკულად გატოლებოდა მსოფლიო დონის ცნობილ ადამიანებს”, - ამბობს ტაბატას სარეკლამო აგენტი.

Zooclub

როგორც ცნობილია, ამ საყვარელ კატას სახასიათო სახე დაბადებიდან დაყვა. ეს პატარა ასეთი პოპულარული გახდა გენეტიკური დაავადების წყალობით. დღესდღეობით კატას, სახელად სოუს ტარდარს შეიძლება, ინტერნეტ-ვარსკვლავი ვუწოდოთ.
ამ პატარას ვიდეოებს, ჩვეულებრივ რეკორდული რაოდენობის მნახველი ჰყავს. ასევე ჰყავს მრავალი ხელმომწერი ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.

Zooclub

ცნობილი კატის პატრონმა ექსკლუზიური სასმელიც კი გამოსცა, სახელად Grumppuccino (ინგლ. grumpy cat - ჭირვეული კატა). სოუს ტარდარი ასევე ბრენდი "Friskies"-ის სახე გახდა. ამასთან, ეს ცნობილი სახე "New York Magazine"-ის ყდაზე მოხვდა. რაც ყველაზე მთავარია - კატას მთელი ფილმი მიუძღვნეს, სახელად “ჭირვეული კატის ყველაზე ცუდი შობა”.

Zooclub

და მიუხედავად იმისა, რომ სოუს ტარდარი სინამდვილეში ძალიან კეთილი და მშვიდი კატაა, სწორედ მუდმივად უკმაყოფილო სახის გამომეტყველება გვრის ღიმილს სოციალური ქსელის მილიონ აქტიურ მომხმარებელს, “ჭირვეული კატის” ფანატების არმიას.

იხილეთ ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?