ყველაზე ზრდილობიანი კატა ინტერნეტ ჰიტად იქცა (სახალისო ვიდეო)
დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა მძღოლმა, დენ რიჩარდსონმა ვიდეოზე გადაიღო კატა, რომელიც სახლის კარზე ძვრება და აკაკუნებს. მამაკაცმა კადრები სოციალურ ქსელში გაავრცელა.


26 წლის რიჩარდსონმა გამოცემა "Liverpool Echo"-თან საუბრისას აღნიშნა, რომ კატის დანახვისას მან GPS-ნავიგატორი გაასწორა ცხოველის მიმართულებით და გადაიღო, თუ როგორ აძვრა იგი ღობეზე და დააკაკუნა, რათა პატრონს კარი გაეღო.

"უჩვეულო მოვლენის მომსწრე გავხდი. ეს ის შემთხვევა არ არის, რასაც ყოველდღე ვხვდებით. არამგონია, ვინმეს მსგავსი რამ ენახა", - წერს სოციალურ ქსელში რიჩარდსონი.

ვიდეო ინტერნეტით ვირუსულად გავრცელდა: რამდენიმე დღის განმავლობაში, ის 750 ათას
ადამიანზე მეტმა იხილა. კატას "ყველაზე ზრდილობიანი შინაური ცხოველი" შეარქვეს. რიჩარდმა აღნიშნა, რომ ვიდეოს გავრცელების შემდეგ,
მას Facebook-ის გვერდზე დამეგობრება უამრავმა ადამიანმა გაუგზავნა.

გთავაზობთ სახალისო ტესტს ფისოებზე:


ასევე იხილეთ:

ნაციონალურ პარკში დათვმა სათვალთვალო კამერა გაასწორა, ხოლო შემდეგ ობიექტივის წინ ამაყად გაიარა

ლომმა ტურისტებით სავსე ავტომობილის კარის გაღება სცადა

რას აკეთებს ძაღლი, როდესაც სახლში შესვლა არ უნდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?