ლომმა ტურისტებით სავსე ავტომობილის კარის გაღება სცადა (+ვიდეო)
კრიუგერის ნაციონალური პარკის დამთვალიერებლებმა ვიდეოზე გადაიღეს, თუ როგორ ცდილობდა ძუ ლომი ერთ-ერთი ავტომობილის კარის გახსნას.

ვიდეოს ავტორის თქმით, შემთხვევა დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა, როდესაც ის მეგობრებთან ერთად, რამდენიმე ავტომობილით, პარკს სტუმრობდა.

მათ გზაზე ლომები შეამჩნიეს და მანქანები გააჩერეს, რათა მტაცებლები ფოტოზე დაეფიქსირებინათ.

დიდი კატებიდან ერთ-ერთი მანქანით დაინტერესდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში მის გარშემო დადიოდა, ხოლო შემდეგ ტრანსპორტის კარის გაღება სცადა.

საბედნიეროდ, კარი ჩაკეტილი იყო და ლომმა ტურისტებით სავსე მანქანაში შესვლა ვერ მოახერხა. ძუ მტაცებელმა რამდენჯერმე სცადა კარის გახსნა, რის
შემდეგაც მძღოლმა გადაწყვიტა, არ გაერისკა და გზა განაგრძო. 

ასევე იხილეთ:

ტურისტებმა ძლიერი ნებისყოფა გამოავლინეს, როდესაც მათი
მანქანის სალონში უეცრად ავაზა ჩახტა


ძროხებმა ლომები სოფლიდან გაყარეს, ფაქტი სათვალთვალო კამერამ გადაიღო

ხვადი ლომი ტურისტებზე თავდასხმის მცდელობით ცდილობს, ძუ ლომს თავი მოაწონოს
თამარი
ძუ ლომინარ არის ეს ლომი . ეს ლომი ხვადია ანუ მამალი ლომი უბრალოდ ჯერ კიდევ თინეიჯერის ასაკშია და ფაფარი არ აქვს ხშირი და გრძელი .
guro
ისე ეგ ხვადია და არა ძუ. ახალგაზრდა ხვადს ფაფარი ჯერ არ აქვს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?