კატა, რომელსაც ყველაზე გრძელი კუდი აქვს მსოფლიოში (+ფოტო)
კატა, რომელსაც ყველაზე გრძელი კუდი აქვს მსოფლიოში (+ფოტო)
მეინ-კუნის ჯიშის კატა მიჩიგანის შტატიდან, თავისი გრძელი კუდის წყალობით, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. კატას სიგნუს რეგულუს პაუერსი ქვია.

კატა სიგნუსი შინაურ კატებში ყველაზე გრძელკუდიანი კატაა მსოფლიოში. მისი კუდის სიგრძე 44.66 სანტიმეტრია. სიგნუსი რეკორდსმენების ოჯახის წევრია, რადგან მის ძმას, არკტურსსაც რეკორდი აქვს დამყარებული, როგორც ყველაზე მაღალ შინაურ კატას. მისი სიმაღლეა 48.4 სმ.

სიგნუსი ოჯახთან ერთად ქალაქ საუტფილდში ცხოვრობს. მისი პატრონი, მედიცინის დოქტორი უილ პაუერსი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო დარწმუნებული იმაში, რომ მის შინაურ ცხოველს არა მხოლოდ გრძელი კუდი აქვს,
არამედ ყველაზე გრძელი კატაა მსოფლიოს ყველა კატებს შორის. ის ხუმრობს, რომ მისი ნაცნობები ხშირად ეძახდნენ
კატას “ფუმფულა ცოცხს”, ან “კარის ბლოკირატორს”, რადგან კატას უყვარდა კართან ჯდომა და კუდით კარის ბოლომდე დახურვის საშუალებას არ იძლეოდა.

როდესაც სიგნუსი პირველად მიიყვანეს ოჯახში, არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მას ასეთი დიდი და ლამაზი კუდი ექნებოდა. შესახედავად ეს იყო ჩვეულებრივი მეინ-კუნის კნუტი. მაგრამ შემდეგ კუდი უფრო სწრაფად გაეზარდა, ვიდრე სხვა ორგანოები.

"ის ძალიან მეგობრული და კომუნიკაბელურია", - ამბობს ექიმი პაუერსი, - "ის უბრალოდ მოდის და წვება, რომ ადამიანები მუცელსა და თათებზე მოეფერონ.

სიგნუსს სახლში მეგობარი ბენგალური კატა სირიუსი ჰყავს. მათ ძალიან უყვართ ახლო-ახლოს ჯდომა, ან ჩახუტებულებს ძილი.

სახლში ცხოვრობს კიდევ ერთი იშვიათი ჯიშის (სავანა) არკტურუს ალდებარან პაუერსი. სიგნუსი მასთანაც კარგად მეგობრობს. არკტურუსი ადრეც მოხვდა გინესის წიგნში, როგორც ყველაზე მაღალი კატა მსოფლიოში.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ არკტურუსი და სიგნუსი განაგრძობენ ზრდას. ასე ერთი შეიძლება გამაღლდეს, მეორეს კი კუდი უფრო დაუგრძელდეს.

დოქტორ პაუერსი კატების გადარჩენის მიჩიგანის საზოგადოების (Ferndale cat shelter) ხელმძღვანელიცაა.

" ჩვენს თავშესაფარში ხშირად ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებას, რათა ადამიანემა შეძლონ ახლოს გაიცნონ ცხოველები", - ამბობს პაუერსი, - "ამ ორმა ბიჭმა (სიგნუსი და არკტურუსი) უკვე, თავიანთი ცნობადი სახელის დახმარებით, ათასი დოლარი თავშესაფრის დასახმარებლად გამოიმუშავა.
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?