კატა ძალიან გრძელი თათებით ინტერნეტს იპყრობს
კატა ძალიან გრძელი თათებით ინტერნეტს იპყრობს
ინტერნეტ ქსელში უსაყვარლესი და უცნაური ცხოველის ფოტოები გავრცელდა. ამჯერად საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა კატა ავსტრალიიდან, რომელსაც უცნაურად გრძელი თათები აქვს.

კატამ, სახელად კვენდა, საიტ "Reddit"-ზე 68 000 მოწონება დააგროვა. კომენტარებში პორტალის მომხმარებლებმა კატა სალვადორ დალის სიურეალისტური ნახატის გმირს შეადარეს. ამ გრძელთათება კატას სამოდელო ბიზნესში მონაწილეობას სთავაზობენ.

გაირკვა, რომ კვენდას პირველი ფოტო ცხოველთა ერთ-ერთი თავშესაფრის "Cat Haven WA"-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ორი წლის კატა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დედა გახდა, მოსიყვარულე პატრონს ეძებდა.

დაზუსტებით, კვენდას მაისში უკვე ქონდა ახალი სახლი
ქალაქ პერტში. სოცქსელის მომხმარებლებმა უკვე შესთავაზეს მის პატრონს ინსტაგრამზე თავისი გრძელთათება საოცრებისთვის ანგარიში გაეხსნა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?