85 წლის მოხუცი სათავსოში ცოლისგან რაღაცას მალავდა... ქალმა საიდუმლო 3 კვირის შემდეგ შეიტყო
85 წლის მოხუცი სათავსოში ცოლისგან რაღაცას მალავდა... ქალმა საიდუმლო 3 კვირის შემდეგ შეიტყო
გაიცანით, მხიარული ბაბუა ჯონი. მოხუცი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უპატრონო ცხოველების მიმართ თანაგრძნობით გამოირჩეოდა. განსაკუთრებულ მზრუნველობას ფუმფულა კატების მიმართ იჩენდა.

პუერტო-რიკოს უპატრონო კატები მამაკაცის სახლის სიახლოვეს ხშირად გროვდებოდნენ, თუმცა, ჯიმის ცოლი ყოველთვის წინააღმდეგი იყო, სახლში კატა ჰყოლოდათ.

ერთ დღეს ჯონიმ შეამჩნია, რომ ერთ-ერთი მისი საყვარელი ფუმფულა მეგობარი მაკედ იყო. მოხუცმა კატის დახმარება გადაწყვიტა, მაგრამ ყოველივე ისე უნდა მოეგვარებინა, რომ ცოლს ამის შესახებ არაფერი გაეგო.

მან ცხოველი ეზოში აშენებულ სათავსოში შეიყვანა და სპეციალური თბილად მოწყობილი ადგილი გამოუყო, რათა კატა და მისი
კნუტები მყუდროდ ყოფილიყვნენ. სულ მალე ძუ კატას ფერადი კნუტები შეეძინა. 85 წლის მოხუცი ამ ფაქტმა
ძალიან გაახარა.

Zooclub

იგი უვლიდა ცხოველებს, კვებავდა და სახეზე სიხარული არ შორდებოდა. ცოლმა შეამჩნია, რომ მეუღლეს განწყობა საოცრად შეეცვალა - მოემატა სიცოცხლის ხალისი, თვალები უბრწყინავდა და ხშირად დადიოდა ეზოში მდებარე სახელოსნოში. ქალი დაინტერესდა, თუ რამ შეცვალა ჯონი და მისი საიდუმლოც აღმოაჩინა.

Zooclub

ეს მოხდა კნუტების დაბადებიდან 3 კვირის შემდეგ. როდესაც ცოლმა ცხოველები აღმოაჩინა, ჯიმი მის წინაშე დარცხვენილი იყო, თუმცა, მამაკაცი ამაოდ ნერვიულობდა:

Zooclub

ცოლმა არა თუ გააგდო ცხოველები, არამედ თავადაც ჩაერთო პატარა არსებების მოვლაში.

Zooclub

დღეს ბედნიერი წყვილი ერთად უვლის ცხოველებს.

ასევე იხილეთ:

პენსიონერმა ქუჩის ძაღლებისთვის პლასტმასის კასრებისგან მატარებელი გააკეთა

როდესაც მოხუცი დაიღუპა, მის სახლში უცნაური რამ იპოვეს. მაშველები გაოცებულნი იყვენენ

ასაკოვანმა მამაკაცმა მთელი თავისი ქონება საყვარელ ძაღლს დაუტოვა
natia
საყვარელი ბაბუა..
marika
საყვარელი მოხუცები, ასეთი სასიამოვნო ისტორიები ხშირად უნდა გავრცელდეს და წაიკითხონ ადამიანებნა და არა ვიღაც ვითომ სელებრითებზე უაზრო იფორმაციები, რა აცვიათ და რას ჭამენ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?