კატამ ცოლ-ქმარი მძევლად აიყვანა
კატამ ცოლ-ქმარი მძევლად აიყვანა
"ამერიკის შტატ უისკონსინის სამაშველო სამსახურს დაუკავშირდა ქალი, რომელიც მაშველებს დახმარებას თხოვდა. ქალის თქმით, შინაურიმა კატამ ის და მისი ქმარი მძევლად აიყვანა", - წერს "The Mirror"-ი.

"ჩვენი თხოვნა უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება. კატა, რომელიც დიდი ხანია გვყავს პირდაპირი მნიშვნელობით გაგიჟდა და ჩემს მეუღლეს თავს დაესხა. ძალიან გთხოვთ, მოხვიდეთ და დაგვეხმაროთ", - სწორედ ამგვარი თხოვნით მიმართა ქალმა სამაშველო სამსახურს.

რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე  სამაშველო სამსახური მივიდა. "გაბრაზებული" კატა დაიჭირეს და გადაიყვანეს თავშესაფარში. რაც მთავარია, ცოლ-ქმარი არ დაშავებულა.

ცხოველი რამდენიმე დღის
განმავლობაში იქნება ვეტერინარისა და ცხოველთა ფსიქოლოგის დაკვირვების ქვეშ, ხოლო შემდეგ კვლავ დაუბრუნდება პატრონებს.

ასევე იხილეთ:

სასტუმროს მფლობელმა ძაღლის პატრონს ძალიან უცნაური პასუხი გასცა..
.


ეს ძაღლი ყოველ დღე სტუმრად მიდიოდა უცხო ოჯახში და იძინებდა, მაგრამ სულაც არ გავდა უპატრონოს...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?