ქუვეითის სასამართლომ ოჯახური ღალატის საქმესთან დაკავშირებით თუთიყუშის ჩვენების მოსმენაზე უარი განაცხადა
ქუვეითის სასამართლომ ოჯახური ღალატის საქმესთან დაკავშირებით თუთიყუშის ჩვენების მოსმენაზე უარი განაცხადა
"ქუვეითში ქალმა ქმრის ღალატის შესახებ მოლაპარაკე თუთიყუშისგან შეიტყო", - წერს Metro.

გამომცემლობის ცნობით, ქალმა, რომლის სახელი არ არის ცნობილი, თუთიყუშისგან მოისმინა ფრაზები, რომლებიც სექსუალური ურთიერთობისკენ მოუწოდებდა. ქმარი მას მსგავს სიტყვებს არასოდეს ეუბნებოდა, ამიტომ ცოლმა გადაწყვიტა, რომ ასე ქმარი მათ სახლში მომუშავე მოსამსახურეს მიმართავდა.

ქუვეითში ცოლქმრული ღალატი სამართლებრივი დანაშაულია. თუთიყუშის სიტყვები სამართალდამცველი ორგანოებისთვის მტკიცებულება გახდა, თუმცა, ფრინველის ჩვენება სასამართლოში ვერ გამოიყენეს, რის შედეგადაც მეუღლე პატიმრობას გადაურჩა.

ივნისში ცნობილი გახდა, რომ ამერიკულმა პოლიციამ გადაწყვიტა ერთ-ერთი მკვლელობის საქმის მსვლელობისას მოლაპარაკე
თუთიყუშის სიტყვები გამოეყენებინა. თუთიყუში პატრონისა და მისი 48 წლის ცოლის ჩხუბის მომსწრე გახდა და ის სიტყვები გაიმეორა, რაც
სიკვდილის წინ დაზარალებულმა წარმოთქვა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?