პენსიონერმა ქუჩის ძაღლებისთვის პლასტმასის კასრებისგან მატარებელი გააკეთა
პენსიონერმა ქუჩის ძაღლებისთვის პლასტმასის კასრებისგან მატარებელი გააკეთა
პენსიონერმა მამაკაცმა მეტად უცნაური გასართობი მოიგონა უპატრონო ძაღლებისთვის.

ტეხასის ქალაქ ფორტ-უერტში 80 წლის მამაკაცმა, სახელად იუჯი ბოსითიქმა სპეციალურად გააკეთა ბორბლებიანი მატარებელი, რითიც ის უპატრონოდ მყოფ, ქუჩაში დარჩენილ ძაღლებს ასეირნებს. 

იუჯი თავის ძმასთან ერთად ქალაქის ბოლოში ცხოვრობს. ზოგჯერ ადამიანებს მიჰყავთ ძაღლები და მისი სახლის სიახლოვეს ტოვებენ, რათა სახლის გზას ვეღარ მიაგნონ.

80 წლის პენსიონერი და მისი ძმა უპატრონოდ დარჩენილ ცხოველებს კვებავენ, უვლიან და საჭიროების შემთხვევაში, ვეტერინართანაც მიჰყავთ. მათ  ძაღლებს სახლიც კი გაუკეთეს.

ასე გრძელდებოდა წლები. ერთ დღეს იუჯიმ დაინახა ადამიანი, რომელიც ტრაქტორით მიდიოდა,
ხოლო ჯაჭვით გადაბმულ საბარგულში ქვები ელაგა. მას შემდეგ პენსიონერმა გადაწყვიტა, ძაღლებისთვის პლასტმასის კასრებისგან გაეკეთებინა მატარებელი, რომელსაც
თავის ტრაქტორში ჩააბავდა.

Zooclub

მოხუცს ამ მატარებელს კვირაში 2-3-ჯერ მართავს და 8-9 ძაღლი ერთად მიჰყავს სასეირნოდ. ისინი სეირნობენ ქალაქის ქუჩებში, მიდიან ტყეში ან მდინარესთან. იუჯის თქმით, ძაღლებსაც სჭირდებათ სუფთა ჰაერზე სეირნობა.

Zooclub

"ძაღლებს ძალიან მოსწონთ მატარებლით სეირნობა. როცა ტრაქტორით გამოვდივარ, ისინი მორბიან და ყველა თავის ადგილზე ჯდება."-ამბობს ძაღლების მოყვარული პენსიონერი.

ასევე იხილეთ:

ვერც კი წარმოიდგენთ, რატომ დგას ეს ძაღლი გზაზე

თანამედროვე ტექნოლოგიები თავშესაფრის ცხოველებს ახალი პატრონის პოვნაში ეხმარება

ხელოსანი შეზღუდული შესაძლებლობების ძაღლებს ეხმარება

სოფია
ამ მოხუცს ეს სიკეთე სამოთხეში შეიყვანს!
liza
უსაყვარლესი მოხუცი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?