დაობლებულმა კნუტებმა ყველაზე წარმოუდგენელ ადგილას იპოვეს სიყვარული (+ფოტო)
დაობლებულმა კნუტებმა ყველაზე წარმოუდგენელ ადგილას იპოვეს სიყვარული (+ფოტო)
დაახლოებით ერთი თვის წინ, მოხუცთა თავშესაფრის ცენტრის მცხოვრებლებმა (არიზონა) ახალი ბინადრები სიხარულით მიიღეს.

ამ თავშესაფარში მცხოვრებლებისგან განსხვავებით, ფისოებმა იქ თავისი პირველი ნაბიჯები გადადგეს. მათ სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ სიკეთე და სიყვარული.

მალე გაირკვა, რომ მათი ადგილი სწორედ რომ იქ იყო.

“ეს ადამიანები სულ სახლში არიან, არ მუშაობენ და ხშირად მარტოსულად გრძნობენ თავს", - ამბობს რებეკა გამილტონი, კატალინა სპრინგსის სამედიცინო მომსახურების დირექტორი, -"მათ აქვთ სიყვარული და ისინი გახსნილები არიან სიყვარულისთვის”.

გამილტონს იდეა კნუტების შეფარების შესახებ Facebook-ში უამრავი თხოვნის არსებობის გამო მოუვიდა.

საცდელი პროექტისთვის თავშესაფარმა მოხუცებულთა
სახლში 2 თვის რამდენიმე კნუტი გაგზავნა.

Zooclub

კნუტებმა თვალი გაახილეს თუ არა, მაშინვე კეთილ ხელში ჩავარდნენ.

“მათ ამ კნუტების სიცოცხლე გადაარჩინეს", - ამბობს ჰამილტონი, - "მათთვის ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა”.

კნუტები დიდ სახლში ცხოვრობენ. 6 კვირის შემდეგ ისინი თავშესაფარს დატოვებენ და მათ ოჯახებში გააჩუქებენ.

გამილტონის პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა. კიდევ ბევრი კნუტი იცხოვრებს კატალინ სპრინგსში. შესაძლოა, სხვა მოხუცებულთა სახლებმაც გამოიყენონ ეს პროგრამა და კიდევ ბევრი მოხუცის გახარების შესაძლებლობა მისცენ საოცარ კნუტებს.

“ჩვენ დიდ გამოცდილებას ვიღებთ”, - ამბობს გამილტონი.

"ეს ჩემი იმედია", - ამბობს გამილტონი, - "როდესაც "კნუტების სეზონი" დგება, ამ გამოცდილებამ შეიძლება ასობით სიცოცხლე გადაარჩინოს და დიდ სიხარული მოუტანოს ხანშიშესულ ადმაიანებს".

იხილეთ ფოტოგალერეა

“ეს ჩემი იმედია”, - ამბობს გამილტონი, - “როდესაც “კნუტების სეზონი” დგება, ამ გამოცდილებამ შეიძლება ასობით სიცოცხლე გადაარჩინოს და დიდ სიხარულს მოუტანს ხანში შესულ ადმაიანებს”.
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?