ყველაზე მოწყენილი კატა ახალ ოჯახში უბედნიერეს ცხოველად იქცა
ყველაზე მოწყენილი კატა ახალ ოჯახში უბედნიერეს ცხოველად იქცა
ჩხუბის დროს დაშავებული კატა, თავშესაფარში მოხვედრის შემდეგ, საკვებს არ იღებდა და მთელი დღე გალიაში უმოძრაოდ, მოწყენილი იჯდა. ვეტერინარებმა მისი ევთანაზია (სამუდამო დაძინება) გადაწყვიტეს. საბედნიეროდ, რამდენიმე საათით ადრე, მან ახალი პატრონი იპოვა, რამაც მისი ცხოვრება დადებითად შეცვალა. 

ჟღალი კატა ბენი საშინელ მდგომარეობაში მიიყვანეს თავშესაფარში: მას ხერხემალი დაზიანებული, ხოლო ყური მოგლეჯილი ჰქონდა. სხეულზე კი აღენიშნებოდა რამდენიმე ღრმა ჭრილობა. თავშესაფრის თანამშრომლებმა ივარაუდეს, რომ კატას ზიანი გარეულმა ცხოველმა მიაყენა.

Zooclub

გარდა ამისა, ბენის სახეზე თანდაყოლილი ზედმეტი კანი მოწყენილ იერს უქმნის.

Zooclub

მისით არავინ დაინტერესებულა, ვეტერინარები ბენის
ევთანაზიას გეგმავდნენ. თუმცა, ევთანაზიამდე ერთი დღით ადრე, კატა ვეტკლინიკის თანამშრომელმა სახლში წაიყვანა.

Zooclub

მისი თქმით, სახლში
მიყვანიდან ერთ საათში ბენი სრულიად შეიცვალა. კატამ კრუტუნი დაიწყო, ახალ პატრონს ეალერსებოდა და თითქოს მისი თვალები სიხარულისგან  ბრწყინავდა.

Zooclub
Zooclub

თავშესაფარში ბენი საკვებსა და წყალს არ ეკარებოდა, გალიაში უმოძრაოდ იყო, მაგრამ ახალ სახლში სიცოცხლით სავსე შინაურ ბინადრად იქცა.

Zooclub

ახალმა პატრონებმა სპეციალურად ბენისთვის შექმნეს ბლოგი, სადაც ცხოველის ყოველდღიური ცხოვრებაა აღწერილი.

Zooclub

ასევე იხილეთ:

მომღიმარი კნუტი, რომელიც თავშესაფრიდან აიყვანეს

ადამიანებმა "ურჩხული" იპოვეს, ის 16 კილოგრამი ბეწვისგან გაანთავისუფლეს და "პრინცად" გადაიქცა

ამ გასაცოდავებული ვეფხვისთვის ბედნიერი ცხოვრება დაიწყო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?