კატას პატრონი ჭირდებოდა, მან გადაწყვიტა ძაღლს სახლში გაყოლოდა (+ვიდეო)
კატას პატრონი ჭირდებოდა, მან გადაწყვიტა ძაღლს სახლში გაყოლოდა (+ვიდეო)
კატა საიმონის ცხოვრებაში საბოლოოდ დამთავრდა ის დღეები, როდესაც ქუჩაში უპატრონოდ ხეტიალითა და საკვების ძებნით, მთელ დღეებს მარტო ატარებდა. ერთ დღეს მან გადაწყვიტა სასეირნოდ სკვერში გამოსულ ძაღლ არაგონსა და მის პატრონს სახლში გაყოლოდა და არასოდეს მიეტოვებინა ისინი. 

საიმონი მეგობრული კატა აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებმა ერთმანეთი ზრდასრულ ასაკში გაიცნეს, ისინი განუყრელი მეგობრები გახდნენ.

ისინი ერთად თამაშობენ, ერთად იკვებებიან და ერთდროულად იძინებენ.

Zooclub

არაერთი ისტორია გვსმენია ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოველების ერთგულებაზე, ხშირ შემთხვევაში, ისინი პატარაობიდან მეგობრობენ, მაგრამ როცა ზრდასრულ ასაკში ძაღლი და კატა ერთმანეთს
ხვდება, იშვიათი შემთხვევაა მათი ურთიერთობა მეგობრობით გაგრძელდეს. უპატრონო კატა საიმონმა და ძაღლმა არაგონმა დაამტკიცეს, რომ
ესაც შესაძლებელია.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ის დედას პატარაობაში მოპარეს, მას შემდეგ თავს მარტოსულად გრძნობდა

ძაღლები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ვინ არიან მათი მეგობრები

განსხვავებული ცხოველები, რომლებსაც უანგაროდ უყვართ ერთმანეთი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?