ის დედას პატარაობაში მოპარეს, მას შემდეგ თავს მარტოსულად გრძნობდა (+ვიდეო)
ის დედას პატარაობაში მოპარეს, მას შემდეგ თავს მარტოსულად გრძნობდა (+ვიდეო)
ლამაზი სანახავია, როცა განსხვავებული სახეობის ცხოველები მეგობრობენ. ამასთანავე, გასაოცარია, როგორ ამყარებენ კომუნიკაციას, რაც შემდეგ ერთგულებასა და ნამდვილ სიყვარულში იზრდება. ადამიანებს გვჭირდება სიტყვები, რათა ურთიეთობა დავამყაროთ ერთმანეთთან, მაგრამ ცხოველებისთვის სიტყვები არ არის საჭირო, მეგობრობა მოქმედებით იწყება.

მაგალითად, ორი სრულიად განხვავებული ცხოველის - ძაღლისა და პატარა სპილოს მეგობრობა საოცარია. სპილო ძალიან პატარა იყო, როცა დედას მოპარეს.

საბედნიეროდ, არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებმაც  ეს პატარა არსება, სახელად ინდი გაათავისუფლეს. ის მთელი ცხოვრება ა
დამიანებს მონობაში უნდა ჰყოლოდათ. ინდი სპილოებ
ის პარკში გადაიყვანეს. ამ პარკში არაერთი დაობლებული და გადარჩენილი სპილო ცხოვრობს. მათ კეთილი ადამიანები პატრონობენ.

ინდი თავს მარტოსულად გრძნობდა. დედასთან განშორების შემდეგ ის სულ მოწყენილი იყო, თუმცა, როდესაც იმავე პარკში მცხოვრებ ძაღლს შეხვდა, ისინი მალევე დამეგობრდნენ.

Zooclub

უზარმაზარი ცხოველი და პატარა ძაღლი ყოველ დღეს ერთად ატარებენ. ინდი მასთან თამაშობს და ცხოვრების ხალისი უბრუნდება. ყოველივე ეს ერთი პატარა ძაღლის დამსახურებაა, რომელიც სპილოს ნამდვილი მეგობარი გახდა.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

უსინათლო ცხენს ერთგული მეგობარი ყოველთვის გვერდით ჰყავს

სხვადასხვა სახეობის ცხოველი, რომლებიც ქალმა გადაარჩინა, საუკეთესო მეგობრები გახდნენ

ორი დაობლებული პატარა ერთმანეთს ცხოვრებას უხალისებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?