კატას პატრონი არ სჭირდება
კატას პატრონი არ სჭირდება
ბრიტანელი სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ კატები არც ისე მიჯაჭვულნი არიან პატრონებთან, როგორც ეს ადამიანების უმეტესობას ჰგონია. მეტიც, მეცნიერების აზრით, ეს უცნაური არსებები არასოდეს დარდობენ და არ იწყენენ მარტოობით. კატა თავის პატრონს დამცველად და მფარველადაც კი არ მიიჩნევს. 

იმისათვის, რომ ბრიტანელი სპეციალისტები დარწმუნებულიყვნენ ეჩვევა თუ არა კატა ადამიანს, მათ ჩაატარეს ტესტი, სახელად "უცნობი სიტუაცია". ეს ტესტი შეიმუშავა მერი ეინსვორტმა, რომელიც სწავლობდა დედისა და ბავშვის ერთმანეთთან მიჯაჭვულობას. თავიდან ბავშვს და დედას ტოვებენ მათთვის უცნობ ოთახში, ხოლო შემდეგ აცალკევებენ.

მკვლევარებმა ანალოგიური ტესტი ჩაატარეს კატებზე,
ძაღლებზე, შიმპანზეებსა და სხვა ცხოველებზე. გაირკვა, რომ ძაღლი პატრონის გარეშე იგივე დისკომფორტს განიცდის, როგორსაც ბავშვი
დედის გარეშე. გაგიკვირდებათ და ტესტმა აჩვენა, რომ კატისთვის სულ ერთია, იქნება თუ არა პატრონის გვერდით.

როცა კატა ზრდასრულ ასაკს აღწევს, ის ხდება დამოუკიდებელი. ეს ცხოველი თვითონ წყვეტს, როდის რა გააკეთოს - ძინავს, ჭამს, წევს ფანჯრის რაფაზე... სწორედ ამიტომ კატა იდეალური ბინადარია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბევრს მოუშაობენ და შინ არც ისე დიდ დროს ატარებენ.

ამ იდუმალი ცხოველის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი  მეცნიერებისთვის დღემდე გამოცანად რჩება. რატომ მიდის კატა და წვება პატრონის სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც მას აწუხებს, თუმცა, ფაქტია, რომ ის საუკეთესო მკურნალია
ცხოველებს შორის.


ასევე იხილეთ:

თამაში კატებთან და მათი საყვარელი სათამაშოები

კატის ლექსიკონი ანუ როდის რას გვეუბნება ჩვენი კატა

რატომ მოაქვს ჩემს კატას ჩემთვის "საჩუქრები"?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?