error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/7ffa244db321c6ca3494aa79045efb80.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
რატომ მოაქვს ჩემს კატას ჩემთვის "საჩუქრები"?
რატომ მოაქვს ჩემს კატას ჩემთვის "საჩუქრები"?
ვისაც სახლში ან ეზოში შეჩვეული ყავს კატა, ალბათ მისთვის უცხო არ არის, როდესაც ამ ცხოველს პატრონისთვის მონადირებული თაგვი, ფრინველი, თუ სხვადასხვა მწერი მოყავს.

ამ ქცევით უმეტესობა კატები პატრონისადმი სიყვარულს, პატივისცემას გამოხატავს და ყოველთვის უკვირს, როდესაც ამის გამო, სჯიან ან ეჩხუბებიან. 

როგორ კომფორტულად და უზრუნველადაც არ უნდა ცხოვრობდეს იგი, კატას ნადირობის ინსტიქტი ყოველთვის თან სდევს. მისი თვისებები გაუცნობიერებლად ითხოვს, რომ თავისზე სუსტ ცოცხალ არსებაზე ინადიროს.

მეცნიერებს კიდევ სხვა ცოტა სასაცილო, თუმცა, დამაფიქრებელი მოსაზრებაც აქვთ - ამ ცხოველს ყოველთვის უკვირს, რატომ არ
ნადირობს პატრონი იმისათვის, რომ ნადავლი მოიპოვოს და თავისი საქციელით, თითქოს ასწავლის პატრონს ნადირობის ტაქტიკას.

პატრონიანი
კატის ქცევა, რომელსაც "საჩუქრები" სახლში მიაქვს, მოგვაგონებს უპატრონო კატის საქციელის, რომელიც კნუტობიდანვე ასწავლის შვილებს, როგორ მოიპოვონ ყოველდღიური საკვები ნადირობით.

არასოდეს არ დასაჯოთ თქვენი კატა, როდესაც "ძღვენს" მოგართმევთ, ის მაინც ვერ მიხვდება ჩხუბის მიზეზს. ნადირობა ამ ცხოველის გენებშია. მიიღეთ ეს მტაცებელი ცხოველი, ისეთი როგორიც არის.

ასევე იხილეთ:

უყვარხართ თუ არა თქვენს კატას?

რა შემთხვევაში ლოკავს კატა პატრონს?

თამაში კატებთან და მათი საყვარელი სათამაშოები
ნანა
კატები ყველაზე საყვარელი არსებები არიან, ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა კატის ყოლა სახლში, მისი კრუტუნის მოსმენა, ფუმფულიკო ბურთის გორგალი არასდროს მოგაწყენთ თავს, ჩემს ფისოებს ძალიან უყვარდათ ნანადირევის ჩემთვის მორთმევა, ეზო გვქონდა და დარბოდნენ, ნადირობდნენ თაგვებზე, კალიებზე...არასდროს გამიჩუქებია ან მითუმეტეს გამიყიდია კნუტები, ეს საზიზღრობაა და მრავლდებოდნენ ჩემი ფისოები და მახარებდნენ თავისი კნუტიკოებით, ჩემს ქმარს არ უყვარს კატები, რაც მისამართი შევიცვალეთ და ბინაში შევსახლდით, ნუ ასე მოხდა, კატები აღარ მყავს, ერთიღა შემრჩა და ისიც გამაჩუქებინა ქმარმა, ვერ წარმოიდგენს როგორ მტკივა გული და სულ ფისოებს ვათვალიერებ, რომ როგორმე მონატრება და სიყვარული დავიყუჩო.ახლა ბავშვი აღარ ვარ, მაგრამ ყოველ ახალ წელს გულის სადღაც სულ პატარა კუნჭულში მჯერა, რომ კარებთან დამხვდება ყუთი საჩუქრად და შიგნით პატარა კნუტი იქნება--ჩემი საჩუქარი...ნეტა ახდეს..
თაკო-თაკო
მართალია, მახსოვს ჩემი კატა როგორ მეხვეწებოდა ნანადირევი გამომერთმია მისთვის, არ ვეჩხუბე, მივეფერე და მადლობაც გადავუხადე, მაგრამ სამან არ გამოვართვი არ მომეშვა, ნეტავ გენახათ რა ბედნიერი მეგლასუნებოდა...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?