თამაში კატებთან და მათი საყვარელი სათამაშოები
თამაში კატებთან და მათი საყვარელი სათამაშოები
კატების საყვარელი "საქმიანობა" პატრონებთან თამშია, მათი უმეტესობისთვის თამაში სიცოცხლის წყაროსაც კი წარმოადგენს.

კატების ერთ-ერთი საყვარელი და ამავე დროს თქვენთვის საზიანო თამაშია - "თოვლი". ამ თამაშის დროს ისინი ქაღალდებით ერთობიან და შეიძლება თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ქაღალდიც კი მოხვდეს ფისოს კლანჭებში, მაგალითად, როგორიც არის ქვითრები, ჩეკები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ა.შ. დისკომფორტს ქმნის ისიც, რომ შემდეგ ყველაფრის დასუფთავება თქვენ მოგიწევთ და ამ პროცესს ისინი დიდი სიამოვნებით მიადევნებენ თვალს.
Zooclub


არ დაგავიწყდეთ, რომ ძაღლისგან განსხვავებით, კატისთვის სახლის არცერთი კუთხე მიუწვდომელი არ არის, ისინი ნებისმიერ ადგილს
შეიძლება მიწვდნენ და დააზიანონ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი.

კატა თავისი ასეთი ქმედებებით იდეალურ სისუფთავესაც კი
"აჩვევს" თავის პატრონს. ეს გრაციოზული არსებები, მათთვის საინტერესო ნივთს, მონაპოვრად თვლიან და შეიძლება ისეთ ადგილას გადამალონ, რომ შემდეგ პატრონს პოვნა გაუჭირდეს.
იმისათვის, რომ გარკვეულწილად ეს უსიამოვნო პროცესები თავიდან აიცლიოთ, მოიფიქრეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის რამდენიმე თამაში.

გიცდიათ თქვენ საყვარელ კატასთან "დაჭერობანას" თამაში?

ამ თამაშის დროს, რამდენადაც სასაცილოდ უნდა ჟღერდეს, შეგიძლიათ, რიგრიგობით დაედევნოთ ერთმანეთს. გაიქეცით - კატა აუცილებლად გამოგეკიდებათ, შეიძლება, თამაშის პროცესში დაიმალოს კიდეც და შემდეგ გადმოხტეს სამალავიდან, ხოლო თუ დაედევნებით, ისიც მხიარულად გაცუცნულდება. მსგავსი ქმედებები ძალიან სიამოვნებთ და ართობთ მათ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს თამაშის დროს შეამჩნიეთ, რომ მძიმედ სუნთქავს, მიეცით საშუალება, რომ დაისვენოს.
Zooclub


ყველაზე გავრცელებული თამაში არის "კურდღელზე" დადევნება. კატები დაუღალავად დასდევენ კედელზე მინათებულ შუქის ჩრდილს. ამ თამაშისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფარანი ან ლაზერი, ის შეეცდება დაიჭიროს ჩრდილი - ნახავთ, როგორი ელასტიური და მოქნილია თქვენი ოთხფეხა მეგობარი.
Zooclub

კიდევ ერთი, მათთვის აქტიური თამაშია "ბეისბოლი", მაგრამ ამ თამაშში კატა ჯოხის მაგივრად თავის თათებს იყენებს. ბურთი ისროლეთ კედელზე, იმ დროს როდესაც კატა დაიმალება და ადევნეთ თვალი, როგორ "გამოფრინდება" და შეეცდება, თათებით დაიჭიროს ის.
Zooclub

პირველყოვლისა გაითვალისწინეთ, რომ კატისთვის ბევრი სათამაშო არ არსებობს, ამიტომ, როდესაც ესტუმრებით ზოომაღაზიას, საკვებთან ერთად, შეიძინეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის ფერადი პატარა ბურთები (იყიდება თითქმის ყველა ზოომაღაზიაში), სათამაშო თაგვები ან ჩხირები, რომელიც კბილებისთვისაც სასარგებლოა და ამავე დროს კარგი გასართობიც არის.

ასე რომ, მოიფიქრეთ თქვენც, რითი შეიძლება, თქვენი კატა უვნებლად გაერთოს, თქვენთვის მნიშნელოვანი ნივთი არ გააფუჭოს და გაუთვალისწინებელი ზიანი არ მოგაყენოთ, მისი უწყინარი თამაშით კი თქვენც გახალისდებით.


გალერეა
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?