მადამ ტიუსოს გალერეაში ბრაზიანი კატის თოჯინას შექმნიან
მადამ ტიუსოს გალერეაში ბრაზიანი კატის თოჯინას შექმნიან
"მადამ ტიუსოს გალერეაში ახალი ექსპონატი გაჩნდება - ინტერნეტსივრცეში პოპულარული ბრაზიანი კატის (Grumpy Cat) თოჯინა",- გვაცნობებს Business Wire.

ამგვარად, ბრაზიანი კატა პირველი კატა იქნება, რომელსაც ამ სახით უკვდავყოფენ.

მოწყობილობა წარმოადგენს ავტომატურ თოჯინას, რომელსაც 5 განსხვავებული მოძრაობის შესრულება შეეძლება.

თოჯინას ჯერ წელს, სან-ფრანცისკოში მადამ ტიუსოს მუზეუმში წარადგენენ. შემდეგ ის მუზეუმის სხვადასხვა ამერიკულ ფილიალში “იმოგზაურებს”.

ყველაზე სევდიანი და უკმაყოფილო სახის კატის ნამდვილი სახელი ტარდარ სოსია (Tardar Sauce). მისი ფეისბუქის გვერდს 8 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. ინსტაგრამში მის ცხოვრებას თვალყურს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებს, ხოლო
ტვიტერში 300 000-ზე მეტი ფანატი ჰყავს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?