კნუტს, რომელსაც მხოლოდ ორი თათი აქვს, სიცოცხლე ყველაზე მეტად უყვარს
კნუტს, რომელსაც მხოლოდ ორი თათი აქვს, სიცოცხლე ყველაზე მეტად უყვარს
ერთი წლის კატა, სახელად რუ ბედნიერთა იმ რიგს მიეკუთვნება, რომლებიც ბედმა ძალიან გაანებივრა. ისინი გაბედნიერდნენ მას მერე, რაც კეთილი ადამიანების დახმარებით, ქუჩიდან თავის დაღწევა შეძლეს.

საქმე იმაშია, რომ ეს კნუტი მხოლოდ ორი თათით დაიბადა. ერთხელ ექიმმა ვეტერინარმა ჯეკი დიკ ეიკიმ ის ცხოველთა თავშესაფარში ნახა. საყვარელი არსება მას გულში ჩაუვარდა და გულგრილად ვერ აუარა. ექიმმა რუ სახლში წაიყვანა.

თავისი დეფექტის მიუხედავად, რუს უზომოდ უყვარს სირბილი და თამაში. ეს ძალიან ენერგიული და კეთილი კატაა. მისი განსაკუთრებულობის წყალობით, რუ Instagram-ის გმირი გახდა.

იმის გ
ამო, რომ ამ საოცარ პატარას უყვარს ხტუნვა, მას ზედმეტსახელად “ყურცქვიტა” შეარქვეს.

მას ჰყავს მეგობარი ბაჭია, სახელად “კენგურუ”.

თათების პრობლემას თუ არ ჩავთვლით, კატას შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვს. მან უბრალოდ შეძლო ცხოვრება თავის პრობლემებთან ერთად.

სანამ ადამიანები ეძებენ არგუმენტებს, რომ თავიანთი უმოქმედობა გაამართლონ, ან არ სჯერათ საკუთარი ძალების, ამ ორთათიან კატას სიცოცხლე უზომოდ უხარია.

“ახლა არ არის დრო იმაზე საფიქრელად, რა არ გაქვს. იფიქრე იმაზე, როგორ გამოვიყენოთ ის, რაც გვაქვს”.

იხილეთ ფოტოგალერეა


იხილეთ ვიდეო
nini
ძალიან ლამაზი ფისოა..
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?