ორფეხა თხა (+ვიდეო)
ორფეხა თხა (+ვიდეო)
ჩინეთში თხამ ორ ფეხზე სიარული ისწავლა. ცხოველი დეფექტით დაიბადა - უკანა ფეხები საერთოდ არ ქონდა, ამიტომ იგი წინა ფეხებით დადის.

დაბადებიდან პირველ კვირას ის ვერც კი წამოდგა მიწიდან. 5 თვის მანძილზე მან შეძლო ბალანსირება, წონასწორობის დაცვა, მოგვიანებით კი - სიარული.

ახლა ის თავის და-ძმას არ ჩამორჩება - თამაშობს, დარბის და ხტუნაობასაც კი ცდილობს.

ადგილობრივი ვეტერინარები თვლიან, რომ მაკეობის პერიოდში მისი დედა შეიძლება სხვა თხებს დაეზიანებინათ, მაგალითად ჩხუბის დროს რქა გამოედოთ მუცელზე.

გენეტიკის სპეციალისტები კი დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფრის მიზეზი გენეტიკური მუტაციაა.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?