კატა, რომელიც თავშესაფრიდან აიყვანეს, პატრონს ჩაეხუტა.. შემდეგ რაც მოხდა, გარდაუვალი იყო...
კატა, რომელიც თავშესაფრიდან აიყვანეს, პატრონს ჩაეხუტა.. შემდეგ რაც მოხდა, გარდაუვალი იყო...
ეს ისტორია ზედმეტად კარგია, სიმართლე რომ იყოს პატარა ქალაქის, პოსტსდამის თავშესაფარში სტუდენტმა, რეიჩელ გრიგსმა ინტერნატურა დაამთვრა. ბავშვობაში ძალიან უნდოდა ვეტერინარი ყოფილიყო, დროთა განმავლობაში, ეს ნატვრა ნელ-ნელა სრულდებოდა.

"ცხოველების თავშესაფარში, ჩემი პრაქტიკის ბოლო დღეებში გავიგე, რამდენად მძიმე იყო ჩემთვის ცხოველებთან განშორება. ყველა აქ მყოფი ხომ ჩემი ნაწილი გახდა", - რეიჩელი აკანკალებული ხმით ყვებოდა.

ყველაზე მძიმე, რა თქმა უნდა, თავშესაფარში ქუჩიდან მოხვედრილ კატა, ტიმთან დამშვიდობება იყო. ეს კატა რეიჩელს ძალიან შეუყვარდა. ის პირველი იყო მათგან, ვისაც რეიჩელი თავშესაფარში უვლიდა. მხოლოდ მისი დახმარებისა და მოთმინების
წყალობით, პატარამ ნორმალური კვება დაიწყო.

"მას მერე, რაც პირველად ვაჭამე, სხვისი ხელიდან აღარ ჭამდა და
მოსაფერებლადაც არავის იკარებდა".

და აი, განშორების დღეს, მან ფრთხილად ამოიყვანა ფისო ყუთიდან და გულში ჩაიხუტა.
"ტიმი მაშინვე, ინსტიქტურად მომეკრა ყელზე და კრუტუნი დაიწყო. ცრემლი ვერ შევიკავე. მე უბრალოდ არ შემეძლო და არ მინდოდა ჩემი ტიმი გასაჭირში დამეტოვებინა!"

Zooclub

სამწუხაროდ, სტუდენტებს არ აძლევენ უფლებას უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველი იყოლიონ. მიუხედავად ამისა, რეიჩელი დანებებას არ აპირებდა და იმდენ ხანს იბრძოდა, სანამ მისმა დედამ არ წაიყვანა კატა სახლში. რეიჩელმა თავისას მიაღწია.

Zooclub

ეს ისტორია იმ ზღაპარს ჰგავს, ყველაფერი კარგად რომ მთავრდება. შესანიშნავია, როდესაც ადამიანი და ცხოველი იმდენად ძლიერად კონტაქტობს, რომ მათი დაშორება უკვე აღარ შეიძლება. მონათესავე სულები - სხვა რა შეიძლება, დავარქვათ ამას?!

Zooclub
lali
მეც ვაჭმევ უპატრონო კატებს და ძაღლებს, მაგრამ განსაკუთრებით პროვინციაში არც თუ კარგ საქციელად ითვლება და ხშირად დაცინვის და გაკიცხვის საბაბიც კი ხდება, თუმცა მე არავის აზრი არ მაინტერესებს და სანამ ცოცხალი ვარ, მათზე ზრუნვას არ შევწყვეტ
liza
თავიდან ჩემი ქმარი აჭმევდა უპატრონო კატებს, ყოველ დილას ჩამწკრივდებოდნენ და ჩვენს აივანს უყურებდნენ როდის გადაიხედებოდა ჩემი ქმარი და მერე საჭმელს ჩაუტანდა. მერე მეც დავიწყე, დღემდე ვაჭმევ, ზოგი მაფერებინებს, ზოგი გამირბის, მაგრამ მაინც ვგრძნობ რომ მიცნობენ და მელოდებიან.
tamar
მეც მყავს ზუსტად ასეთი 8 თვისააა, ისე ვუყვარვარ სულ მოფერებას მთხოვს, დამყვება ყველგან-ოთახიდან ოთახში,ეზოში, მანქანაში არ ვუშვებ თორე იქაც უნდა შემოსვლა,როცა ვბრუნდები სახლში ისევ იქ მხვდება თითქოს არც გაქანებულა
mari-s
სასწაულია, მჯერავს, იმიტომ რომ მეც ანალოგიურად განმკურნეს ჩემმა კატებმა. ოღომნდ მე თირკმელზე მქონდა პრობლემა.
mari
რამდენიმე წლის წინ საკვერცხეზე მქონდა კისტური წანაზარდი და აუტანელი ტკივილი.დედამთილთან სტუმრობისას,მისმა კატამ,რომელიც უკვე 17 წლისაა,როგორც კი დამინახა გვერდიდან არ მომცილებია.იმ ღამეს ჩემს მუცელზე ეძინა,ვერაფრით ვერ მოვიცილე.ასე განმეორდა რამდენჯერმე და ისეთი შვება ვიგრძენი,ოპერაციასაც გადავურჩი და მას მერე არაფერი არ ამტკივნია.ლუბას დასანახადაც ვერ ვიტანდი და მან მომარჩინა.გარდა ამისა ისეთ მასაჟს აკეთებს გვაოცებს ეს უჭკვიანესი არსება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?