კენიაში, აფრიკის ყველაზე "დიდებული და ლამაზი" სპილო 50 წლის ასაკში მოკვდა
კენიაში, აფრიკის ყველაზე "დიდებული და ლამაზი" სპილო 50 წლის ასაკში მოკვდა
ამბოსელის ეროვნულ პარკში ყველაზე ცნობილი აფრიკული სპილო 50 წლის ასაკში მოკვდა. ცხოველი პოპულარული იყო არა მხოლოდ კენიაში, არამედ მთელ კონტინენტზე.

სპილო ტიმის, თავის მოძმეებთან შედარებით,  უფრო დიდი ეშვები ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ველური ბინების დაცვის სამსახურის პრეს-ცენტრი.

"ამბოსელის ეროვნული პარკის ბინადარი სპილო, სახელად ტიმი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი სპილო იყო აფრიკაში, მოკვდა", - წერია განცხადებაში.

ნაკრძალის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ტიმის თითო ეშვი 45 კგ-მდე იწონიდა. ცხოველი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა და არა ბრაკონიერების ხელით, რომელთათვისაც ტიმის მონადირება აუხდენელ ოცნებად იქცა. ცხოველთა დამცველების
თქმით, 2016 წელს სპილომ გადაიტანა ბრაკონიერების თავდასხმა, რის შედეგადაც თავში ქვები და შუბისგან ჭრილობა მიიღო.

ინფორმაცია ვრცელდება, რომ ცხოველის სხეული კენიის ნაციონალურ მუზეუმში, ნაირობიში გადაიტანეს, სადაც ტაქსიდერმისტი მას მოამზადებს და მიღებულ ფიტულს მუზეუმში გამოფენს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?