მკვლევარები: კატების დამოკიდებულება პატრონების მიმართ იგივეა, რაც ბავშვების მშობლებისადმი
მკვლევარები: კატების დამოკიდებულება პატრონების მიმართ იგივეა, რაც ბავშვების მშობლებისადმი
ორეგონის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, ექსპერიმენტის შედეგად, აღმოაჩინეს, რომ კატებს პატრონები ისე უყვართ, როგორც ბავშვებს მშობლები, თუმცა, ამ ფუმფულა ცხოველსა და ადამიანებს შორის არსებობს სხვა ნიუანსებიც.

ფისომოყვარულთა შორის გავრცელებულია აზრი, რომ კატები ადამიანებთან ურთიერთობისას ვერ იღებენ იგივე სიამოვნებას, რასაც ძაღლები, თუმცა, ორეგონის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევები საპირისპიროს ამტკიცებს.

აღმოსავლეთში კატები 9500 წლის წინ მოიშინაურეს. მიუხედავად მრავალწლიანი თანაცხოვრებისა, სპეციალისტებს კატისა და პატრონის ურთიერთობის შესახებ, კვლევების სიმცირის გამო, ინფორმაცია ფაქტობრივად არ გააჩნიათ.

ეს ცხოველი არ გამოირჩევა ურთიერთობის მოყვარულად, ის თავისუფლების მოყვარე და დამოუკიდებელია, თუმცა, ადამიანებთან ათასობით
წელი გაატარა.

კვლევის ავტორის - კრისტი ვაიტეილის თქმით, კატების ამოუხსნელმა ფსიქოლოგიამ მას უბიძგა ჩაეტარებინა რამდენიმე
ექსპერიმენტი:

Zooclub

"ვფიქრობ, რომ კატისა და ადამიანის ურთიერთობების  არასაკმარისმა კვლევებმა საზოგადოებაში გააჩინა აზრი, რომ კატა ანტისოციალური ცხოველია, მაგრამ ეს საოცარი არსება წარმოგვიდგენს სოციალური ქცევის ფართო სპექტრს. კვლევები გვაჩვენებს, რომ ჩვენ, შესაძლოა, არ ვაფასებთ კატების კომუნიკაციის საჭირო ხარისხს" - აღნიშნავს კრისტი ვაიტეილი.

ორეგონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეცდომის გამოსწორება გადაწყვიტეს და მიმართავს ექსპერიმენტს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ძაღლებზე ჩაატარეს. ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 80-მა მოხალისემ, რომელთა შინაური ცხოველების ასაკი რვა თვეს არ აღემატებოდა. პირველ ეტაპზე, პატრონები თავიანთ კნუტებთან ერთად უცხო ოთახში მოათავსეს და ორი წუთი დატოვეს.

Zooclub

შემდეგ ეტაპზე, სპეციალისტებმა ცხოველის მფლობელებს სთხოვეს ოთახიდან გასვლა და კატის მარტო დატოვება, სულ რაღაც ორ წუთში კი უკან დაბრუნება. შედეგად, მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ კატები პატრონის გარეშე სტრესს განიცდიდნენ: შინაური ცხოველები შეუჩერებლად კნაოდნენ, გასასვლელს ეძებდნენ და ოთახში ნერვიულად დადიოდნენ.

ასევე, მკვლევარებმა პატრონების ოთახში დაბრუნებისას შენიშნეს, რომ კატები მშვიდდებოდნენ. სპეციალისტებმა ექსპერიმენტის შედეგები ჟურნალ Current Biology-ში გამოაქვეყნეს.

"პატრონების დაბრუნებისას, ძირითადად, კატები რეაგირებას სამიდან ერთ-ერთი საშუალებით ახდენდნენ. ერთნი თავიანთი ქცევებით საყვარელ ადამიანებს ესალმებოდნენ, ხოლო შემდეგ თამაშს უბრუნდებოდნენ და ოთახს იკვლევდნენ, იმ დროს, როცა სხვებს განტვირთვა არ შეეძლოთ ან პატრონს ეჯაჭვებოდნენ" - ამბობს ექსპერიმენტის ავტორი.

შედეგებმა აჩვენა, რომ კატებისთვის ადამიანებზე მიჯაჭვულობა უცხო არ არის

Zooclub

კატების ექსპერიმენტმა ზუსტად გაიმეორა ძაღლების და ბავშვების შედეგები. დაახლოებით ორმა მესამედმა ფსიქიკურად ჯანმრთელმა კატამ პატრონთან ძლიერი მიჯაჭვულობა გამოავლინა.

საკუთარ თავში დაურწმუნებელი კატები დაძაბულნი რჩებოდნენ პატრონის გარემოცვაშიც კი, მაგრამ საყვარელი ადამიანისგან დაცვას ითხოვდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ზრდასრული კატების შემთხვევაშიც, ტესტმა იგივე შედეგებით აჩვენა.

ასევე იხილეთ:

კატასთან ერთად გძინავთ? ეს უნდა იცოდეთ

ფსიქოლოგების დასკვნით, კატების სიყვარული ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშანია

სპეციალისტების დასკვნით, თუ პატრონი ნერვიულია, შესაძლოა, მისი კატაც ნერვიული იყოს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?