სპეციალისტები: კატებს თავიანთი სახელის დამახსოვრება შეუძლიათ
სპეციალისტები: კატებს თავიანთი სახელის დამახსოვრება შეუძლიათ
კატებს უნარი აქვთ, თავიანთი სახელი დაიმახსოვრონ. ამის შესახებ წერს გამოცემა ”The Guardian”-ი იმ კვლევაზე დაყრდნობით, რომლის ავტორიც იაპონიის სოფიას უნივერსიტეტის ექიმი აცუკო საიტოა.

სტატიაში ნათქვამია, რომ კატებს შეუძლიათ ჯაჭვურად გადაბმული სიტყვებიდან თავისი სახელი გამოარჩიონ.

"კატის პატრონების უმეტესობამ იცის, რომ თავიანთ ბინადრები ხვდებიან, როდესაც სახელით მიმართავენ", - ამბობს საიტო.

თუმცა, მისი თქმით, ამის დასამტკიცებლად საკმარისი სამეცნიერო კვლევითი მონაცემები ამ დრომდე არ არსებობდა.

სტატიაში ხაზგასმითაა წარმოდგენილი, რომ ეს უნარი, ამ დრომდე, კვლევების შედეგად გამოვლენილი იყო სხვა ცხოველებში. მაგალითად, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თავიანთი სახელის
დამახსოვრება და სხვა სიტყვებისგან გამორჩევა ძაღლებს, დელფინებსა და თუთიყუშებს შეეძლოთ. ახლა კი ამ ცხოველების რიგს
კატებიც შეუერთდნენ.

წყარო: theguardian.com

ასევე იხილეთ:

სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, თუ რატომ მოსწონთ კატებს ყუთში თამაში

დაუმორჩილებელი კატა ანუ რატომ იქცევა ჩვენი ფუმფულა ბინადარი გამაღიზიანებლად?

სპეციალისტები განმარტავენ, თუ როგორ გამოხატავს კატა მისთვის საყვარელი ადამიანის მიმართ სიყვარულს
მანანა-შ
უამრავი კატა მყოლია ბავშვობიდან და მათგან მხოლოდ ერთ შეეძლო სახელზე რაგირება, ის 8 წლის ასაკში დავკარგე, როგორ მენატრება ჩემი საყვარელი ფისუნია....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?