დაუმორჩილებელი კატა ანუ რატომ იქცევა ჩვენი ფუმფულა ბინადარი გამაღიზიანებლად?
დაუმორჩილებელი კატა ანუ რატომ იქცევა ჩვენი ფუმფულა ბინადარი გამაღიზიანებლად?
კატის პატრონები ხშირად ხვდებიან პრობლემას, როდესაც მათი ფუმფულა ბინადრები თავის უარყოფით თვისებებს ავლენენ. კატამ შესაძლოა უეცრად დაიწყოს ხმამაღალი კნავილი, როდესაც პატრონს ძინავს ან კედელი ბრჭყალებით "გაალამაზოს".

რასთან არის დაკავშირებული შინაური ცხოველის მსგავსი ქცევა?

სპეციალისტები გამოყოფენ 5 პრობლემას, რომლებსაც კატის მფლობელები ხშირად ხვდებიან, ასევე, საუბრობენ მიზეზებზე, თუ რა იწვევს ცხოველის ცუდ ქცევას.

ხმაური ღამით ანუ რატომ კნავიან კატები ღამღამობით?

Zooclub

პატრონების უმეტესობას გამოუცდია, როდესაც დაძინებისას მისი კატა უმიზეზოდ კნავილს იწყებს.

სპეციალისტების აზრით, მსგავსი ქცევა რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. პირველი: კატების უმეტესობა აქტიურია ღამით, ამიტომ
ისინი არ იძინებენ და იწყებენ კნავილს. მეორე: არიან ჯიშები, რომლებიც მეტად აქტიურები არიან სხვებთან შედარებით.
ეს ეხება მეტისებსაც, რომელთა ხასიათიც ბეწვის შეფერილობის მიხედვით განსხვავდება.

სამახსოვრო ნიშანი ანუ რატომ იკაწრება კატა?

Zooclub

ყველაზე მოსიყვარულე ფისომოყვარულსაც კი აღიზიანებს დაკაწრული შპალერი და ავეჯი. გადაჩვევის მიზნით, ფუმფულა ბინადრის დატუქსვა უშედეგოა, რადგან მასში ეს ინსტინქტი მკვეთრად არის გამჯდარი.

ცხოველი, ბრჭყალების დახმარებით, ნიშნავს ტერიტორიას, ამიტომ არაფერია უცნაური იმაში, რომ კატამ თქვენი სავარძელი დაკაწრა.

კიდევ ერთი პრობლემა, რა მიზეზითაც თქვენი ბინადარი იკაწრება, სტრესის გამოვლინებაა. ამ დროს კატა აფორიაქებული ან გაბრაზებულია.

ჩვეულებრივ, კატის პატრონები მსგავს პრობლემებს ბრჭყალების დაჭრით ან სპეციალური სპრეით აგვარებენ, მაგრამ თუ ფუმფულა მეგობარი ზედმეტად აქტიურია, ზოგიერთი მფლობელი მიმართავს ქირურგიულ ოპერაციას, რომელიც ბრჭყალების სრულ მოშორებას გულისხმობს.

"ეშვები არ მშვიდდება" ანუ რატომ ღრღნის კატა ავეჯს?

Zooclub

ძაღლისგან განსხვავებით, კატა იშვიათად აზიანებს ავეჯს კბილებით, თუმცა, ეს შესაძლოა, ნებისმიერი ულვაშიანი ბინადრის მფლობელის პრობლემა გახდეს. ჩვეულებრივ, შინაური ცხოველი იწყებს ნივთების ღრღნას, როდესაც საკვებ რაციონში რაღაც არ ჰყოფნის ან კბილები ამოსდის. ამ შემთხვევაში იტანჯება არა მხოლოდ კატა, არამედ პატრონიც, რომლის ნივთებიც ზიანდება.

გარდა სტომატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიური პრობლემებისა, კატა შესაძლოა იყოს აგრესიულიც. სურვილი იმისა, რომ რაღაც დაღრღნას - ემოციური მდგომარეობაა.

ვეტერინარები გვირჩევენ, მსგავსი ქცევის მიზეზი აუცილებლად გავარკვიოთ და დროულად აღმოვფხვრად ის, თუ სამედიცინო პრობლემაა. იმისათვის, რომ კატამ ავეჯი არ დაღრღნას, გამოიყენეთ სპეციალური სპრეი, რომელსაც შეასხურებთ ნივთებს და უსიამოვნო სუნის გამო, კატა იმ ტერიტორიას არ მიეკარება.

რატომ ისაქმებს კატა სახლის ნებისმიერ ადგილას?

Zooclub

იმ შემთხვევაშიც კი, თუ კატას ასწავლით ქვიშაში მოსაქმებას, გარკვეულ მომენტში, შესაძლოა, მან თავისი საქმე სხვაგან მოითავოს. ბალიში, პლედი, თქვენი საყვარელი ფეხსაცმელი, შესაძლოა, კატის ახალი ტუალეტი გახდეს.

ვეტერინარები ამ პრობლემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებენ უროლოგიურ დაავადებას. ეს შესაძლოა გამოიწვიოს არასწორმა დიეტამ, სამედიცინო პრეპარატების მიღებამ, კასტრაციამ ან უბრალოდ დაბერების პროცესმა. არსებობს შემთხვევები, როდესაც კატას უვითარდება "სიბერის მარაზმი", რის შედეგადაც თქვენს ხნიერ მეგობარს ავიწყდება საკუთარი ტუალეტი და ფიქრობს, რომ ამის ადგილი ყველგანაა.

ზოგიერთი ვეტერინარი მიიჩნევს, რომ თუ კატა ოჯახის ერთ-ერთი წევრის საწოლში შარდავს, ეს დაკავშირებულია შურისძიებასთან.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ იყენებს კატა სახლის ყველა კუთხეს ტუალეტად - მას უბრალოდ არ მოსწონს ტუალეტის ქვიშა ან სუნი აღიზიანებს. საბედნიეროდ, წინა შემთხვევებთან შედარებით, ამ პრობლემასთან გამკლავება მარტივია - შეცვალეთ ქვიშა და კატა კმაყოფილი დარჩება, ხოლო მისთვის მთლიანი სახლი ტუალეტი აღარ იქნება.

"ბოროტი ფისო" ანუ რატომ ავლენს კატა აგრესიას?

Zooclub

ზოგჯერ ყველაზე ალერსიანი კატაც კი უეცრად უმართავი ხდება - გაღიზიანებულია, რომელიც ბავშვს მოგვაგონებს. ეს მეტად შეინიშნება გარდამავალ ასაკში. ალერსის ნაცვლად ცხოველი ავლენს აგრესიას და საკუთარ პატრონს ზიანს აყენებს. ვეტერინარები მსგავს ქცევას რამდენიმე მიზეზით ხსნიან.

აგრესია შესაძლოა გამოწვეული იყოს ჰორმონალური ფონის ცვალებადობით (განსაკუთრებით მეძუძური დედისთვის). ასევე, იგი შესაძლოა, იყოს შიშის, სტრესისა და უკმაყოფილების გამოხატულება. ხვადმა კატამ ზოგჯერ გამოავლენს სიბრაზეს იმ შემთხვევაში, თუ მას შეჯვარების მოთხოვნილება აქვს.

ასევე იხილეთ:

ფსიქოლოგების დასკვნით, კატების სიყვარული ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშანია

თუ კატას თქვენს საწოლში ძილი უყვარს. აი, რას ნიშნავს ეს...

როგორ დავალევინოთ კატას წამალი მარტივად და უსაფრთხოდ?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?