სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, თუ რატომ მოსწონთ კატებს ყუთში თამაში
სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, თუ რატომ მოსწონთ კატებს ყუთში თამაში
ლინკოლნის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, რომ შინაური კატების უმეტესობას ყუთში თამაში რამდენიმე მიზეზის გამო მოსწონთ. პირველი მიზეზი ბიოლოგიურია -მჭიდრო სივრცე ცხოველის ტვინს ენდორფინების გააქტიურების საშუალებას აძლევს. მარტივად რომ ვთქვათ, ყუთში კატა თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობს, ამის შესახებ გამოცემა "Daily Mail"-ი წერს.

ამასთანავე, ყველაზე არაკომფორტული სხეულის მდგომარეობაც კი, კატას მოდუნებისა და შფოთის შემცირების საშუალებას აძლევს. მკვლევრებმა ასევე დაადგინეს უსაფრთხოებისა და კომფორტის შეგრძნება, რომელსაც ფუმფულა ცხოველი ყუთში ყოფნისას შეიგრძნობს - ეს კატის აგრესიას ამცირებს და მას განტვირთვის საშუალებას აძლევს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მის გარდა სახლში
სხვა შინაური ცხოველიც ბინადრობს.

Zooclub

ასევე, ზოოლოგები აღნიშნავენ, რომ ყუთი შესაძლოა ბინის ახალი ბინადრისთვის გახდეს საშუალება,
რისი დახმარებითაც ის გაცილებით სწრაფად შეეგუება გარემოს. სახლში მოყვანილი კატა, რომელსაც თავიდან არ გააჩნია საკუთარი "კომფორტის ზონა" გარდა ყუთისა, ორჯერ უფრო მარტივად ადაპტირდება  ახალ პატრონთან  და გარემოსთან. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, ახალი ფუმფულა ბინადრის აყვანისას, მისთვის ოთახის რომელიმე კუთხეში მუყაოს ყუთი მოვათავსოთ, სადაც ცხოველი თავს დაცულად იგრძნობს. 

ასევე იხილეთ:

სპეციალისტებმა დაადგინეს სინამდვილეში, როგორი დამოკიდებულება აქვს კატას ადამიანის მიმართ

რატომ არ შეიძლება კატას თვალებში უყუროთ?

რატომ გვიყვარს კატები? 10 სახალისო მიზეზი, რომ კატა ყველას უნდა ჰყავდეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?