რატომ არ შეიძლება კატას თვალებში უყუროთ?
რატომ არ შეიძლება კატას თვალებში უყუროთ?
წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით ხალხმრავალ ადგილზე და ვიღაც დაჟინებით გიყურებთ. როგორ მიიღებთ მსგავს ყურადღებას? ადამიანისთვის ეს ინტერესის გამოხატვის მანიშნებელია. თუმცა, თუ კატას რამდენიმე წამი/წუთი დაჟინებით დააკვირდებით ისე, რომ თვალს არ მოაცილებთ, მან ეს ჟესტი შესაძლოა, აგრესიულ ქმედებად მიიღოს. ამასთანავე, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის კატის მფლობელი - თქვენ თუ თქვენი ახლობელი, ცხოველი რეაგირებას ორივე შემთხვევაში ერთნაირად მოახდენს. ამ დროს შესაძლოა, კატა შეტევაზე გადმოვიდეს და ზიანი მოგაყენოთ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ფუმფულა არსებას არ მოსწონს, როდესაც ვინმე თვალებში უყურებს. კატას თავად მოსწონს
სხვების თვალთვალი, რადგან ის ბუნებით ცნობისმოყვარეა. დაკვირვების შემდეგ ის ხვდება თქვენს განწყობას, მაგალითად პოზიტიურსა და ნეგატიურს. შინაური
ცხოველები სწავლობენ  არა მარტო პატრონის ქცევებს, არამედ მათი ახლობლებისა და მეგობრების განწყობასაც. მათ ეს სჭირდებათ შემდგომი საკვების მოთხოვნის მიზნით.

შეგახსენებთ, არასოდეს დააკვირდეთ კატას თვალებში, უბრალოდ გადახედეთ მას და შემდეგ სხვა რამეზე გადაერთეთ, რათა ის არ გაბრაზდეს.

და ბოლოს, ერთი საინტერესო ფაქტი - ქუჩაში მცხოვრებ კატებს, შინაური ძმებისგან განსხვავებით, რეაქცია არ აქვთ, თუ მათ თვალებში დაჟინებულ მზერას მივაპყრობთ.

ასევე იხილეთ:

თუ კატა ასე იქცევა, ის რაღაც მნიშვნელოვანს გეუბნებათ

კატებზე რამდენიმე მითი, რომლებისაც ადამიანების უმეტესობას სჯერა

როგორი მეხსიერება აქვს კატას?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?