რატომ უყვარს კატას ძილის დროს პატრონზე წოლა
რატომ უყვარს კატას ძილის დროს პატრონზე წოლა
ის, რომ კატებს ძალიან უყვართ თავის პატრონებზე წოლა, სულაც არ არის სიახლე. ბევრი ატყობს თავის ბინადარს ამ თვისებას, მაგრამ ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. აღმოჩნდა, რომ ამ ფენომენს აქვს ახსნა. სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩვენი ულვაშა ბინადრების ასეთი ქცევის მიზეზის ასახსნელად კვლევა ჩაატარეს.

სინამდვილეში რამოდენიმე თეორია არსებობს იმისა, თუ რატომ უყვართ კატებს ასე ძალიან ძილის დროს პატრონებზე წოლა.

Zooclub

თეორია პირველი - ტემპერატურულ-ენერგეტიკულ-გამაჯანსაღებელი
კატის სხეულის საშუალო ტემპერატურა 38.6 გრადუსია. შესაბამისად, მას გასათბობად ცოტა სითბო სჭირდება. რა თქმა უნდა, შეგიმჩნევიათ,
რომ ოთხფეხებს უყვართ გორგალივით მოხვევა გამათბობელზე, თუ რაფაზე მოკალათებულებს, მზის სხივების ქვეშ.

ადამიანის სხეული დიდი
რაოდენობის სითბოს გამოყოფს. განსაკუთრებით თავი და კიდურები, ამიტომ ეს იქცევს შინაური ცხოველის ყურადღებას. ბევრი ადამიანი, რა თქმა უნდა, შეამჩნევდა, რომ როდესაც მათ რამე სტკივათ, სწორედ მტკივნეულ ადგილას წვებიან და ამ დისკომფორტს აქრობენ. მიზეზი აქაც დაავადებული ორგანოს, ან სხეულის ნაწილის მომატებული ტემპერატურაა.

თეორია მეორე - არომატული

კატებს უზომოდ უყვართ პატრონის თმის სურნელი, განსაკუთრებით - ქალების. რა თქმა უნდა, ქალბატონებს ძალიან მოსწონთ სხვადასხვა არომატის შამპუნების, ბალზამის, კონდიციონერებისა და ნიღბების გამოყენება, რომელთა თავბრუდამხვევ სურნელს კატები ჭკუიდან გადაყავთ.

თუ კატა თმას ლოკავს, არ ღირს ამის გამო სიხარული, რადგან მავნე ქიმიური ელემენტები ასე შეიძლება ცხოველის კუჭშიც მოხვდეს და მას პრობლემები შეუქმნას.

მესამე თეორია - სენტიმენტალური
ზოგი მეცნიერი აყენებს თეორიას, რომ კატებს ყველაზე მეტად კომფორტისა და სიმშვიდის შეგრძენება უყვართ, რომელსაც ისინი პატრონის გვერდით ყოფნის დროს განიცდიან. ამიტომ იმაზე უკეთეს ადგილს, როგორიც თქვენი ბალიში, მუცელი ან ხელია ულვაშა მეგობარი უბრალოდ ვერ იპოვის.

Zooclub

ხუმრობა იქით იყოს და სპეციალისტები ადამიანებს მაინც ურჩევენ, რომ გადააჩვიონ კატები მათზე ძილს, რადგან შედეგი შეიძლება ადამიანისთვის სამწუხარო აღმოჩნდეს. მაგალითად  სუნთქვის რითმის დარღვევა, კიდურების დაბუჟება და უძილობაც კი.

ამგვარად, სჯობს ფუმფულა მეგობარს ცალკე მოუწყოთ დასვენებისთვის ყველაზე მოსახერხებელი ადგილი მიუხედავად იმისა, რომ მათ თქვენზე ძილი სიცოცხლეს ურჩევნიათ.

tako
პირველი თეორიაა ყველაზე მართალი, კატებს ძალიან უყვართ სითბო და ვინაიდან ადამიანის ორგანიზმი მაღალი ტემპერატურის მატარებელია, შესაბამისად მიმზიდველია კტებისთვის.
4+1=5
ვაიმეეე ცემი ფისუნიაც ზუსტად ასე იქცევა
datiko48
ფისუნიები მკურნალები არიან,უმეტესად გრძნობენ პატრონის წუხილს,მყავდა შავი ფისო,პახმელიაზე წნევა მქონდა მაღალი,მოვიდოდა თათებით ნელ-ნელა მიკეთებდა "მასაჟს",ათ წითში არც პახმელია მქონდა და არც თავის ტკივილი!!!
mari
ეხლაც მყავს და ყოველთვის მყავდა კატუნიები, საოცრად თბილები და საყვარლები არიან, ჩემმა "ბასკამ" ასე ვეძახდი, პეკინესი მყავდა ოქროსფერი-ნაღველი სულ გამომიჯანმრთელა, ისეთი მგრძნობიარე იყო, სულ იცოდა ყველაფერი, ულამაზესი იყო თოჯინას გავდა, ფუმფულა სათამაშოს, დაიღუპა და ისე ვიდარდეეეე, დღეს ტუ სიზმარში ვნახე, ვიცი რომ რაღაცაში მეხმარება, ან რაღაც გამიხარდება, ძალიან კარგად მაქვს დაცდილი მისი გამოცხადება.
tiko
ჩემზე რომ არ დაიძინოს მე რაღა დამაძინებს :D
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?