error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/42a06ee7551a308fbf4370fbecceae7e.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
რატომ უყვარს კატას ძილის დროს პატრონზე წოლა
რატომ უყვარს კატას ძილის დროს პატრონზე წოლა
ის, რომ კატებს ძალიან უყვართ თავის პატრონებზე წოლა, სულაც არ არის სიახლე. ბევრი ატყობს თავის ბინადარს ამ თვისებას, მაგრამ ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. აღმოჩნდა, რომ ამ ფენომენს აქვს ახსნა. სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩვენი ულვაშა ბინადრების ასეთი ქცევის მიზეზის ასახსნელად კვლევა ჩაატარეს.

სინამდვილეში რამოდენიმე თეორია არსებობს იმისა, თუ რატომ უყვართ კატებს ასე ძალიან ძილის დროს პატრონებზე წოლა.

Zooclub

თეორია პირველი - ტემპერატურულ-ენერგეტიკულ-გამაჯანსაღებელი
კატის სხეულის საშუალო ტემპერატურა 38.6 გრადუსია. შესაბამისად, მას გასათბობად ცოტა სითბო სჭირდება. რა თქმა უნდა, შეგიმჩნევიათ,
რომ ოთხფეხებს უყვართ გორგალივით მოხვევა გამათბობელზე, თუ რაფაზე მოკალათებულებს, მზის სხივების ქვეშ.

ადამიანის სხეული დიდი
რაოდენობის სითბოს გამოყოფს. განსაკუთრებით თავი და კიდურები, ამიტომ ეს იქცევს შინაური ცხოველის ყურადღებას. ბევრი ადამიანი, რა თქმა უნდა, შეამჩნევდა, რომ როდესაც მათ რამე სტკივათ, სწორედ მტკივნეულ ადგილას წვებიან და ამ დისკომფორტს აქრობენ. მიზეზი აქაც დაავადებული ორგანოს, ან სხეულის ნაწილის მომატებული ტემპერატურაა.

თეორია მეორე - არომატული

კატებს უზომოდ უყვართ პატრონის თმის სურნელი, განსაკუთრებით - ქალების. რა თქმა უნდა, ქალბატონებს ძალიან მოსწონთ სხვადასხვა არომატის შამპუნების, ბალზამის, კონდიციონერებისა და ნიღბების გამოყენება, რომელთა თავბრუდამხვევ სურნელს კატები ჭკუიდან გადაყავთ.

თუ კატა თმას ლოკავს, არ ღირს ამის გამო სიხარული, რადგან მავნე ქიმიური ელემენტები ასე შეიძლება ცხოველის კუჭშიც მოხვდეს და მას პრობლემები შეუქმნას.

მესამე თეორია - სენტიმენტალური
ზოგი მეცნიერი აყენებს თეორიას, რომ კატებს ყველაზე მეტად კომფორტისა და სიმშვიდის შეგრძენება უყვართ, რომელსაც ისინი პატრონის გვერდით ყოფნის დროს განიცდიან. ამიტომ იმაზე უკეთეს ადგილს, როგორიც თქვენი ბალიში, მუცელი ან ხელია ულვაშა მეგობარი უბრალოდ ვერ იპოვის.

Zooclub

ხუმრობა იქით იყოს და სპეციალისტები ადამიანებს მაინც ურჩევენ, რომ გადააჩვიონ კატები მათზე ძილს, რადგან შედეგი შეიძლება ადამიანისთვის სამწუხარო აღმოჩნდეს. მაგალითად  სუნთქვის რითმის დარღვევა, კიდურების დაბუჟება და უძილობაც კი.

ამგვარად, სჯობს ფუმფულა მეგობარს ცალკე მოუწყოთ დასვენებისთვის ყველაზე მოსახერხებელი ადგილი მიუხედავად იმისა, რომ მათ თქვენზე ძილი სიცოცხლეს ურჩევნიათ.

tamari -s
25 წელია კატებთნ მინავს (2წლიდან) მაგრამ პირიქით ალერგიული რომ ვიყავი იმიტომ მომიყვანა დედამ კნუტები და ლეკვებიც, უამრავ კატასთან და ძაღლებთან ერთად გავიზარდე (ახლაც ასე ვარ), ამით მინდა ის ვთქვა რომ პირიქითაა, ვისაც ცხოველებთან კონტაქტი აქვთ ის უფრო ჯანმრთელია!
tamari
კატა იმასტან უპრო ახლოა და ემორჩილება ვინც კვებავს და ბავშვივიტ არ ექცევა არ აწვალებს. კატასტან ძილს არავის ვურჩევ ტმის ჩაყლაპვის საშიშროებას ზრდის ასევე ბაქტერიები აქვტ და შეიდზლება ალერგიაში გადაიზარდოს. კატა მეც მყავს მაგრამ მარტო უყვარს ტავის ადგილას ძილი ღამიტ. შუადღისას მარტო ლოგინზე ან მდივანზე იკალატებს რომ ხელი არ შევუშალოტ ტვლემაში. ყოპნიტ ტუ არ ეძინება სულ იმას ცდილობს რომელ ოტახშიც ვიმყოპებიტ იქ წამოწვეს და გვიცქიროს ან წრეები გვარტყას მიაუს ძახილიტ ტიტქოს უამინდობას გვსაყვედურობს. კატის გრაციოზულობა ძალიან მომწონს .ტანაც იმ კატის რომელიც ვეპხვს ჰგავს და მისი ყურებიტ ვერ ვძღებიტ ოჯახის თითოეული წევრი. მეც მიყვარს ჩEმი ფისო
celi
მესამე თეორია უფრო უპირატესად და მართებულად მიმაჩნია. მაგ: ჩემი ფისუნია გათბობის მიზნით უცხოს თავზე არავითარ შემთხვევაში არ დააწვება. ეს პირველ რიგში ჩემი აზრით პატრონის მიმართ ერთგულებისა და ნდობის გამოხატვაა, თუმცა მთლიანობაში მესამე თეორია პირველ ორს სულაც არ გამორიცხავს!
ELI 99-s
ელი თუ ქალბატონი ხართ კაცთან ჯობია ძილი, პ.ს. ფისო ჩემი სისუსტეა
ELI 99
პისუნიასთან ძილს რა სჯობია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?