შეიძლება თუ არა კატის/კნუტის სახლში მარტო დატოვება რამდენიმე დღით?
შეიძლება თუ არა კატის/კნუტის სახლში მარტო დატოვება რამდენიმე დღით?
შესაძლოა ვიღაც თვლის, რომ კატის სახლში მარტო დატოვება კატეგორიულად დაუშვებელია, თუმცა, ეს ნაწილობრივ სიმართლეს არ შეესაბამება. თუ რამდენიმე დღით სახლიდან წასვლას გეგმავთ, კატის მარტო დატოვება შესაძლებელია. ამისათვის კი აუცილებელია, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გაითვალისწინოთ.

იმისათვის, რომ ცხოველმა თავი კომფორტულად იგრძნოს, გაითვალისწინეთ:

მნიშვნელოვანია, კატას გასუფთავებული ტუალეტი დაუტოვოთ: შეგიძლიათ რამდენიმე ტუალეტი გვერდიგვერდ მოათავსოთ. უკეთესია, თუ ნოხს აიღებთ, ხოლო შემოსასვლელში ფეხსაცმელებს იატაკზე არ დატოვებთ, რათა დაბრუნებისას, მასში "საჩუქარი" არ დაგხვდეთ.

არ დაივიწყოთ, რომ კატა წყლითა და საკვებით უზრუნველყოთ: ცხოველის ჯამში არ დატოვოთ მცირე რაოდენობის საჭმელი, შეარჩიეთ მშრალი
საკვები. თვალით გაზომეთ, თუ რამდენი საკვები ეყოფა თქვენს ბინადარს ერთი ან ორი დღე. უკეთესია, თუ
გაქვთ საკვების აპარატი, რომელიც ცხოველს სპეციალური "ტაიმერის" დახმარებით თავის საჭმელს რამდენიმე დღე გამოუზოგავს. იგივე გაითვალისწინეთ წყლის შემთხვევაში, აუცილებელია, კატისთვის განკუთვნილ ჯამში წყალი სწრაფად არ დაიცალოს.

Zooclub

გამოსაჩენ ადგილზე (მაგ. სავარძელზე ან სადაც კატა ხშირად წევს) დატოვეთ თქვენი კუთვნილი ტანსაცმელი, რათა შინაურმა ცხოველმა იგრძნოს თქვენი არსებობა, ხოლო თუ მოიწყენს, ყოველთვის შეეძლება ნაცნობ ტანსაცმელზე მოკალათება. კატისთვის აუცილებელია, პატრონის სუნი იგრძნოს.

იმისათვის, რომ კატა სრულ კომფორტში იყოს და არ მოიწყინოს, იზრუნეთ მის გართობაზეც: თავად შეგიძლიათ, თქვენს შინაურ ცხოველს გაუკეთოთ სათამაშოები - გამოსაჩენ ადგილზე დატოვეთ შრაშუნა ქაღალდები ან მისთვის საყვარელი სათამაშო ნივთები, რადგან თქვენ სახლში არ იქნებით, შესაბამისად, ხმაც არ გაგაღიზიანებთ.

და რაც მთავარია, გაითვალისწინეთ, რომ აივნის კარი და ფანჯარა საიმედოდ იყოს დაკეტილი, რათა კატამ გარეთ გასვლა არ შეძლოს, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბინადარი ქუჩაში მარტო სეირნობას შეჩვეული არ არის.

რამდენი დღით შეიძლება სახლში კატის დატოვება?

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ზრდასრული კატა ვერც კი შეამჩნევს, თუ სახლში დღე-ღამის განმავლობაში არ იქნებით. კნუტის დატოვება დიდი დროით არ არის რეკომენდირებული. ჯანმრთელი და ზრდასრული შინაური ცხოველი სახლში მარტო შეგიძლიათ დატოვოთ დაახლოებით 3 დღე, თუმცა, ეს მაქსიმუმია.

ასევე იხილეთ:

საჭიროა თუ არა კატისთვის ბანაობა?

შეიძლება თუ არა ეზოში სასეირნოდ კატის მარტო გაშვება? ვეტერინარის რჩევები

როგორ დავალევინოთ კატას წამალი მარტივად და უსაფრთხოდ?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?