შეიძლება თუ არა ეზოში სასეირნოდ კატის მარტო გაშვება? ვეტერინარის რჩევები
შეიძლება თუ არა ეზოში სასეირნოდ კატის მარტო გაშვება? ვეტერინარის რჩევები
კატა თავისუფლების მოყვარე ცხოველია. ის უპირატესობას ანიჭებს დამოუკიდებლად სეირნობას, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ეს სახლში გაზრდილი კატისთვის?

ზოგიერთი პატრონი თვლის, რომ კატა სახლში ყოფნით იტანჯება და დროთა განმავლობაში დეპრესიული ხდება. სხვები ამტკიცებენ, რომ სახლში გაზრდილი კატისთვის ქუჩაში გასვლა სახიფათოა და ამის აუცილებლობა არ არსებობს.

რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები?

თუ კატა ეზოში გასვლას ცდილობს:

Zooclub

ჩვენი ფუმფულა არსებები ზოგჯერ კატეგორიულად ითხოვენ (კნავილით) ეზოში გასვლას. ეს პროცესი უსასრულოდ გრძელდება, ამიტომ პატრონს ორი არჩევანი აქვს - მოითმინოს მისი კაპრიზები, რაც ძალიან რთულია ან კატა გაუშვას
ეზოში. მსგავს შემთხვევაში მოცემული რჩევები გამოგადგებათ.

1. კატას კისერზე გაუკეთეთ ყელსაბამი თქვენი ტელეფონის  ნომრით და
მისამართით.

2. პირველ დღეებში თავად გაიყვანეთ შინაური ცხოველი და მის ქცევებს დააკვირდით.

3. მნიშვნელოვანია ძუ /ხვადი კატა იყოს სტერილური.

4. პერიოდულად კატა ვეტერინართან ატარეთ. ცხოველმა ქუჩაში შესაძლოა, ვირუსული დაავადებები ან პარაზიტები აიკიდოს.

სინამდვილეში რა არის კატისთვის სასარგებლო?

თუ შინაურ ცხოველთან ერთად სახლში ყოველთვის ვიღაც იმყოფება, არ არის აუცილებელი კატის ეზოში გაშვება, მაგრამ თუ ის ხშირად მარტოა, უდავოა, მოწყენილი იქნება. ამ შემთხვევაში გამოსავალი ორია - გაუშვათ ის სასეირნოდ ან თქვენი ბინადრის გასახალისებლად მოიყვანოთ კიდევ ერთი შინაური ცხოველი.

როგორ დავაბრუნოთ კატა ეზოდან სახლში?

Zooclub

თუ კატას ხშირად უშვებთ ეზოში, რეკომენდირებულია მისი გასტერილება, შედეგად ცხოველს ნაკლებად ექნება ეზოში გასვლის მოთხოვნილება.

ზოგიერთი პატრონი თვლის, რომ სტერილიზაციის ოპერაციას ახლავს უარყოფითი შედეგები, თუმცა, ეს ასე არაა. გაცილებით უარესია, თუ თქვენი ბინადარი შობს ნაშიერებს, რომელთა ბედიც შესაძლოა, ქუჩაში ცხოვრება - შიმშილსა და სიცივეში იყოს.

შედეგი

შინაური ბინადრის სტერილიზაცია მათსავე სასარგებლოდ მოქმედებს. თუ კატა კომფორტულად არის სახლში, არ დააძალოთ ეზოში გასვლა, მაგრამ თუ თავად გაუჩნდა გარეთ გასვლის სურვილი, გაუშვით, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ წესები.

ზოგადად, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი დამოკიდებულია ცხოველის ხასიათზე, ჯიშსა და სურვილზე.

ასევე იხილეთ:

ბანაობის პროცედურა კატებისთვის

5 რჩევა, რომ თქვენი კატა მეგობრული გაიზარდოს

როგორ მოვუაროთ 5 კვირის კნუტს?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?