როგორ მივაჩვიოთ კატა ტუალეტს
როგორ მივაჩვიოთ კატა ტუალეტს
კნუტები დროულად ვერ იგებენ, სადაა მათი ტუალეტი, სად შეუძლიათ მისვლა და სად არა. ეს ნორმალურია, ბავშვებიც ხომ ასე არიან. მათ აღზრდა სჭირდებათ. ამ დროს მშობლები ლოგიკურ დასკვნებსა და პატარა სიეშმაკეს იყენებენ.

თუ კნუტმა იქ მოშარდა, სადაც არ შეიძლებოდა, არავითარ შემთხვევაში არ დასაჯოთ, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს მან ამ წუთას გააკეთა. კნუტი უბრალოდ ვერ გაიგებს, რატომ დასაჯეს და შეიძლება ძალიან გაბრაზდეს.

თუ თქვენი კატა ან კნუტი ისაქმებს იქ, სადაც ამის გაკეთება არ შეიძლება, საჭიროა, ხელსაწმენდი დავასველოთ მის შარდში და მისთვის სპეციალურად
გამზადებულ ტუალეტში (ქვიშიან ყუთში) ჩავდოთ. შემდეგ ჯერზე, კატა სუნით იპოვის თავის ტუალეტს და იქ მოისაქმებს.
ხოლო ის ადგილი, სადაც კატამ ადრე მოისაქმა და თქვენ არ გინდათ, რომ მან ის ადგილი დაივიწყოს, უბრალოდ გარეცხეთ და ძმარი მოასხით. შემდეგ ჯერზე, ძმრის სუნი კატას დააფრთხობს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?