არასოდეს დასაჯოთ თქვენი კნუტი და აი, რატომ...
არასოდეს დასაჯოთ თქვენი კნუტი და აი, რატომ...
თქვენ მოგყავთ სახლში ერთი ციდა კნუტი, რათა ნამდვილი მეგობარი და ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, თუმცა, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ყველა პატარა არსება არ იქცევა იდეალურად, როდესაც ახალ გარემოში ცხოვრებას იწყებს.

ზოგიერთი მათგანი იწყებს თავდასხმას და კბენას, ზოგი ფხაჭნის ავეჯს, ხოლო სხვები ბუნებრივ მოთხოვნილებებს სახლის ნებისმიერ კუთხეში იკმაყოფილებენ. სანერვიულო არაფერია - ყველა ამ პრობლემას თავისი ახსნა და გამოსავალი აქვს და თუ  მოიქცევით ბრძნულად, მოთმინებითა და სიყვარულით, თქვენი კნუტი კარგი ზნის კატა გაიზრდება.

თუ კატა სახლის ნებისმიერ კუთხეში ისაქმებს

დავიწყოთ ტუალეტით: ზოგჯერ
კნუტი თავისთვის განკუთვნილი ქვიშის გამოყენებაზე უარს ამბობს და ამას შესაძლოა არა ერთი მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად,
მისი ტუალეტი ძალიან ახლოს არის მეორე ბინადარი კატის ტუალეტთან ან შესაძლოა სახლში ძაღლი გყავთ და კნუტი პროტესტის ნიშნად (სანამ სხვა ცხოველს შეეჩვევა) ბუნებრივ მოთხოვნილებებს ოთახებში იკმაყოფილებს. გარდა ამ მიზეზებისა, შესაძლოა, მისთვის განკუთვნილი ქვიშა ძალიან ბინძურია და უსიამოვნო სუნი აქვს.

მნიშვნელოვანია, თქვენი ცხოველისთვის განკუთვნილი ტუალეტი დღეში ერთხელ მაინც გაწმინდოთ, განაახლეთ ის და დააკვირდით გამოსწორდა თუ არა სიტუაცია.

Zooclub

თუ კნუტი ბრჭყალებით რბილ ავეჯს აზიანებს

კატის გენეტიკაში ჩადებულია, რომ მუდმივად მოუაროს თავის ბასრ ბრჭყალებს, ამიტომ არ ღირს დროის დაკარგვა იმ მხრივ, რომ თქვენი შინაური ცხოველი ამ ვითომდა, მავნე ჩვევისგან გაათავისუფლოთ. თქვენი ამოცანაა მისცეთ კატას ალტერნატიული ვარიანტი, რათა ავეჯი დაზიანებისგან დაიცვათ. ამისათვის ნებისმიერ ზოომაღაზიაში იყიდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის "ბრჭყალების სალესი". ეს მოწყობილობა შეგიძლიათ სავარძლის გვერდით მოათავსოთ და შეეცადეთ, ყოველგვარი უეცარი მოძრაობების გარეშე დაეხმაროთ კნუტს, გადაინაცვლოს "ბრჭყალების სალესზე". მის გვერდით კი სათამაშოები და სასუსნავები მოათავსეთ.

არ დასაჯოთ კნუტი!

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ბინადარი ძალიან ცუდად იქცევა, თუ მოთმინება არ გყოფნით და მეტიც, თუ ყველანაირი საშუალება სცადეთ, მაგრამ შედეგს ვერ აღწევთ:

არასოდეს დაარტყათ კნუტს/კატას;

არასოდეს ჩააყოფინოთ ცხვირი თავისივე შარდში.

დასჯის მიზნით, არასოდეს დაასველოთ ის წყლით.


მსგავსი ქცევით საწინააღმდეგო ეფექტს მიიღებთ. თუ თქვენს ბინადარს მოყვანის დღიდან აღენიშნება მავნე ჩვევები, დასჯის მეთოდით მეტად გაამძაფრებთ ცხოველის მღელვარებას და მის ნდობას დაკარგავთ. დაიმახსოვრეთ: მხოლოდ მოთმინება და სიყვარული, იმ დროსაც, თუ ამის გაკეთება რთულია.

ასევე იხილეთ:

საჭიროა თუ არა კატისთვის ბანაობა?

რომელი კატის ჯიშია ყველაზე მოსიყვარულე და პატრონს მიჯაჭვული?

როგორ დავალევინოთ კატას წამალი მარტივად და უსაფრთხოდ?
თინა
1996 წლიდან გვყავს ფისო. პირველი, ქიშვარდი, ბირმული ულამაზესი კატა, 6 წლისა ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა და რამდენიმე თვეში მისი შვილიშვილი ფრიდონა მოვიყვანეთ. მინდა გითხრათ, რომ კატა ანტიდეპრესანტი და უჭკვიანესი ვინმეა. დღეს 16 წლის ფრიდონასთან ერთად კეთილი თანაცხოვრებით ცხოვრობს 6 წლის პუდელი ბუბუ...მეგობრობენ და ჩვენთვის სიხარული მოაქვთ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?