ბუ იხვის ჭუკის "დედა" გახდა... ფრინველმა შეცდომით უცხო კვერცხი გამოჩეკა
ბუ იხვის ჭუკის "დედა" გახდა... ფრინველმა შეცდომით უცხო კვერცხი გამოჩეკა
ფლორიდის შტატში (აშშ) მცხოვრებმა ფოტოგრაფმა, ლორი ვულფმა, საკუთარ ეზოში შეამჩნია, რომ ბუმ ბინა დაიდო. გოგონას ცხოველები ძალიან უყვარს, ამიტომ ფრინველისთვის ხეზე ადგილი გამოყო, სადაც მისთვის ბუდე გააკეთა. ბუმ სწორედ ლორის მიერ შერჩეული ადგილი დაიკავა. ფოტოგრაფი კი ფიქრობდა, რომ სულ მალე პატარა ბუები მოევლინებოდნენ ქვეყანას, თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

რამდენიმე დღის შემდეგ გოგონამ ბუდე შეამოწმა. მან პატარა ფუმფულა არსება აღმოაჩინა, მაგრამ ის ახლად გამოჩეკილ ბუს სულაც არ ჰგავდა - ბუ ფრთების ქვეშ შავ-ყვითელში შეფერილ იხვის ჭუკს მალავდა. ლორი საგონებელში ჩავარდა, რადგან ბუ
მტაცებელი ფრინველია და ნებისმიერ დროს შეეძლო
ჭუკის შეჭმა. ის დაუკავშირდა ფრინველების ექსპერტს, რომელმაც ვარაუდი დაუდასტურა.

ჭუკის გაზრდა ნაკრძალის თანამშრომელმა თავის თავზე აიღო. ეს ნაკრძალი ლორის სიახლოვეს მდებარეობს, მაგრამ პატარა ფრინველის დაჭერა ვერ მოხერხდა: ის უახლოეს ტბორისკენ გაიქცა. რამდენიმე საათის შემდეგ, ჭუკი ბუდეში დაბრუნდა და იქიდან მშობლებს ეძახდა - როგორც ჩანს, მას ლორის მიერ მოწყობილი ადგილი მოეწონა.

Zooclub

როგორ მოხვდა იხვის ჭუკი ბუს ბუდეში? სტატიის ავტორის თქმით, ეს ისტორია Netflix-ის ეკრანიზაციას იმსახურებს: ლორის თქმით, სამი კვირის წინ, იხვების ოჯახს, რომლებიც მისი სახლის სიახლოვეს ბინადრობენ, თავს დაესხა მტაცებელი ფრინველი. ერთ-ერთმა იხვმა გადარჩენილი კვერცხი გადამალა უსაფრთხო ადგილზე, რომელიც ლორის მიერ მოწყობილი ბუდე აღმოჩნდა. შედეგად, ბუ და ჭუკი ერთი ოჯახი გახდა.

ასევე იხილეთ: 

ჰასკის და იხვის საოცარი მეგობრობის ისტორია

24 წლის გორილამ ტყეში ერთი ციდა არსება იპოვა, მის დამოკიდებულებას პატარა ცხოველის მიმართ არავინ ელოდა

ოქროსფერმა რეტრივერმა დედის ჩანთიდან გადმოვარდნილი პატარა კოალა გადაარჩინა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?