ბატმა პოლიციელს გაჭირვებაში ჩავარდნილი ჭუკის გადარჩენა “სთხოვა” (+ვიდეო)
ბატმა პოლიციელს გაჭირვებაში ჩავარდნილი ჭუკის გადარჩენა “სთხოვა” (+ვიდეო)
ოფიცერი ჯეიმს გივენსი ოჰაიოდან, როგორც ყოველთვის, პარკის ზონაში პატრულირებდა, როდესაც ბატი მიუახლოვდა. ეს არ იყო მხოლოდ ცნობისმოყვარეობა: ფრინველს ეტყობოდა, რომ მისგან რაღაც უნდოდა.

გივენსის თქმით, ბატი მიუახლოვდა და ნისკარტით საპატრულო მანქანის კარზე კაკუნი დაიწყო. პოლიციელმა მას ცოტა საჭმელი დაუყარა, მაგრამ ფრინველი არც კი მიეკარა. ის უყურებდა ოფიცერს, ნისკარტით კარზე აკაკუნებდა და ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა. მაშინ ოფიცერმა გადაწყვიტა მანქანიდან გადმოსულიყო.

Zooclub

ბატი მაშინვე წინ გაემართა და გაოცებულ პოლიციელს სხვა გზა არ ქონ
და, ის ფრინველს უკან გაყვა. მან წყალსაცავთან დაინახა ის, რის გამოც
ფრინველი ასე თავგანწირვით ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას - ბატის ერთ-ერთი ჭუკი საჰაერო ბუშტის თოკში გაბმულიყო და თავს ვერ აღწევდა.

Zooclub

პოლიციელმა პატარა ჭუკის გაჭედილი თათი გაათავისუფლა. ბატი ამ დროს მშვიდად იდგა მათ გვერდით და აკვირდებოდა. როგორც კი პატარა გაათავისუფლეს, მან მაშინვე დედასთან მიირბინა.

იხილეთ ვიდეო
ვაიმე!
ა, ბატონო! ამას ახლა ქოცი მიხვდებოდა? ვერა.
nino gogichaishvili
ეს ბატი მარტლაც დზალიან ბევრია მიცჰიგანის სჰტატსჰიც, და პოლიციელებიც ასეტი გულის ხმიერები არიან
mmm
მართლა ბევრ "პოლიტიკოსზე" მეტი ჭკუა ქონია ამ ბატს და შვილის სიყვარულიც, რომელსაც ბიოლოგები ინსტინქტს უწოდებენ.
manana-sh
გაიხარე პოლიციელო! ბატი უძახე და ბევრ ,,ადამიანზე" მეტი ჭკუა კიბ ჰქონია!
Harbinger
რატომ არ წერთ კომენტარს ამ სტატიაზე? პოლიტიკა გირჩევნიათ? :)) სხვათა შორის, ეს ბატი კანადური ბატია (Branta canadensis), ერთ-ერთი ყველაზე ჯიში და მართლაც რომ გასაკვირია, ასე მშვიდად რომ ადევნებდა ყველაფერს თვალყურს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?