გადარჩენილი კაკადუ პატრონის მხარზე გახარებული ცეკვავს (+ვიდეო)
გადარჩენილი კაკადუ პატრონის მხარზე გახარებული ცეკვავს (+ვიდეო)
კართერ ბარნეტმა გადაარჩინა კაკადუ გუჩი, რომელიც ადრინდელ პატრონთან საშინელ სტრესში იყო. ის გალიიდან არასოდეს გამოყავდათ და ნაკლებ ყურადღებასაც უთმობდნენ. გუჩიმ დეპრესიისგან ბუმბულიც კი დაკარგა. 

"მან ბუმბული ერთი წლის წინ დაკარგა, სანამ მე ავიყვანდი."- განმარტავს Facebook-ის საკუთარ გვერდზე კარტერი.

ახალმა პატრონმა აღმოაჩინა, რომ გუჩის ძალიან მოსწონს ცეკვა. მან სოციალურ ქსელში ვიდეოც კი გაავრცელა, სადაც კაკადუ პატრონის მხარზე ძალიან სასაცილოდ ცეკვავს.

იხილეთ ვიდეო

"ძალიან მიყვარს თუთიყუშები. არ შემეძლო ყურება, თუ როგორ იტანჯებოდა გუჩი ადრინდელ პატრონთან, ამიტომ ყველანაირად ვეცადე მ
ის დახსნას. ვგრძნობ, რომ ის ბედნიერია ახალ ოჯახში და ჩვენც ბედნიერები ვართ, რადგან გუჩი დღეს ჩვენთან ერთად არის."- ამბობს
კარტერი.

ასევე იხილეთ:

ძაღლის გადარჩენილი პატარა კოლიბრი მას ყველგან თან დაყვება

"მისი სახლში ყოლა აკრძალულია, თუმცა, მე ნება დამრთეს მეზრუნა..."

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?