ძაღლის გადარჩენილი პატარა კოლიბრი მას ყველგან თან დაყვება (+ვიდეო)
ძაღლის გადარჩენილი პატარა კოლიბრი მას ყველგან თან დაყვება (+ვიდეო)
კალიფორნიის მცხოვრებმა ედ გერნომ ორი წლის წინ იპოვა ძაღლი, რომელსაც რექსი დაარქვა. რექსი და ედი ხშირად გადიოდნენ პარკში სასეირნოდ. ერთ დღეს ძაღლმა ბალახებში შეამჩნია პატარა ფრინველი, რომელსაც ჭიანჭველები ესეოდა. ედიმ იფიქრა, რომ ის მკვდარი იყო, მაგრამ რექსი მომაკვდავ ჩიტს არ ტოვებდა, თითქოს თვალებით არწმუნებდა პატრონს, რომ ფრინველს დახმარებოდა.

მამაკაცმა კოლიბრი სახლში წაიყვანა და მას სიცოცხლის მეორე შანსი მისცა. ედის სურდა ფრინველის კვლავ ბუნებაში დაბრუნებდა, თუმცა, ბუნებაში გაშვებული კოლიბრი ახალ მეგობრებს კვლავ სახლში გამოყვა.

დღეს ფრინველი თავის გადამრჩენელ ძაღლთან და ედისთან
ერთად ცხოვრობს. მთელ თავის ყურადღებას რექსის უთმობს და ყველგან თან დაყვება.

პატრონის მოლოდინი, რომ ის ერთ დღეს გაფრინდებოდა, არ გამართლდა. მას შემდეგ 1 წელი გავიდა, თუმცა, კოლიბრი კვლავ მათთან ერთადაა.

იხილეთ ვიდეო

აშშ-ში აკრძალულია ცხოველის გადარჩენა თვითნებურად. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი გასაჭირში ჩავარდნილ ცხოველს შეამჩნევს, აუცილებელია, მიმართოს სპეციალისტს, რათა მან პროფესიული დახმარება აღმოუჩინოს.

ასევე იხილეთ:

დაობლებული პატარა კენგურუ სათამაშო დათვთან ერთად მარტო ცხოვრობს

უსახლკარო მუსიკოსი უსახლკარო კატას შეხვდა და ამ შეხვედრამ მათი ცხოვრება შეცვალა

პატარა სპილო თავისი გადამრჩენის ბინაში ცხოვრობს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?