"მისი სახლში ყოლა აკრძალულია, თუმცა, მე ნება დამრთეს მეზრუნა..."
"მისი სახლში ყოლა აკრძალულია, თუმცა, მე ნება დამრთეს მეზრუნა..."
როდესაც ახალშობილი ციყვი ხიდან ჩამოვარდა, დედამ ის ფუღუროში აღარ დააბრუნა, როგორც ჩანს, მას ეგონა, რომ პატარა არსება დაიღუპა. ახალშობილი მღრღნელი მარტო იყო იმ დრომდე, სანამ დეიკენ ანდერსონი მის დასახმარებლად მივიდოდა.

ანდერონმა დაინახა, როგორ ჩამოვარდა ახალშობილი ხიდან და შემდეგ როგორ მიატოვა დედამ. მან გადაწყვიტა პატარა ცხოველს დახმარებოდა.

მამაკაცს სახლში კატა, სახელად ქოქოსი  ჰყავდა, მას ეშინოდა შინაურ ცხოველს ციყვისთვის ზიანი არ მიეყენებინა, თუმცა, ქოქოსმა პატარა მღრღნელი თბილად მიიღო.

Zooclub

პატრონმა ციყვს თინთინი დაარქვა. როგორც ჩანს, ის ხიდან ჩამოვარდნის დროს დაშავდა. ანდერსონმა თინთინი ვეტერინართან
წაიყვანა.

თინთინს წინდისგან ერთი ციდა სვიტერიც შეუკერეს, რათა ჭრილობები, რომელიც სხეულზე ქონდა არ გაღიზიანებულიყო.

Zooclub

ციყვს სჭირდებოდა
ხელოვნური კვება დღე-ღამის განმავლობაში, ახალმა ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, რათა ახალშობილი თინთინი გადარჩენილიყო.

Zooclub

როდესაც ციყვი გაიზარდა, ანდერსონმა მისი ბუნებაში გაშვება სცადა, თუმცა, თინთინი პატრონს მოეხვია და არ შორდებოდა. ამიტომ ის საბოლოოდ დამკვიდრდა თავისი გადამრჩენელის სახლში.

Zooclub

"წითელი ციყვი - გადაშენების პირას მყოფი ცხოველია. მისი სახლში ყოლა, როგორც შინაური ბინადარი, აკრძალულია, მაგრამ Danish wildlife preservation-მა გააკეთა გამონაკლისი და ნება დამრთო მეზრუნა თინთინზე მისი ცხოვრების ბოლო წუთამდე. ციყვები, საუკეთესო შემთხვევაში, ცოცხლობენ 15-20 წელი."- წერს ანდერსენი.

Zooclub

როცა სეირნობენ მამაკაცს თინთინი საბმელით დაყავს. 

Zooclub

მას ძალიან უყვარს სეირნობა პატრონთან ერთად.

Zooclub

და კიდევ ძალიან მოსწონს ანდერსონის ჯიბეში მოკალათება.

Zooclub

თინთინს უყვარს მარწყვი, ამიტომ პატრონი ხშირად ანებრივრებს მას.

Zooclub

რომ არა ანდერსონი, ციყვი დაიღუპებოდა.

Zooclub

ასევე იხილეთ:

გაიცანით, ეს ტუდია - ყველაზე პატარა ძაღლი

ქალმა ამ ობოლ არსებას სიცოცხლე დაუბრუნა

"ყველა მეუბნებოდა, რომ ის ვერ გადარჩებოდა"
manana-sh
ვაიმე რა საყვარელიაააააა, მეც სიამოვნებით ვიყოლიებდიიიიიიიიიიიიიიიიი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?