რასტის პატრონი იურგიტა სახლში საქმიანობდა, როდესაც 2 წლის ბოქსიორი ეზოდან ყეფდა, თითქოს უნდოდა პატრონის ყურადღება მიექცია. ის სახლიდან გამოვიდა და მიუახლოვდა ძაღლს, რომელიც ერთ ადგილზე უმოძრაოდ იდგა.
"როდესაც რასტის მივუახლოვდი, ბალახებში ბარტყი შევამჩნიე. პატარა ფრინველი ხელში ავიყვანე, მან მაშინვე პირი გააღო, თითქოს საკვების მოლოდინში იყო."- ამბობს ძაღლის პატრონი.
ასე შეხვდა რასტი ბერდის.
საოცარია, თუმცა, ბერდი ძაღლს დაუმეგობრდა.
"ისინი ერთად თავს კომფორტულად გრძნობენ. როცა ფრინველი
ფრინველს ძალიან მოსწონს ძაღლის ზურგზე მოკალათება.
იურგიტას თქმით, ის არ გეგმავს ფრინველის დატოვებას. როგორც კი ბერდი შეძლებს დამოუკიდებლად საკვების მოპოვებას, მას ბუნებაში გაუშვებს.
"იმედი მაქვს, რომ ბუნებაში ადაპტირებას შეძლებს. არ ვგეგმავ მის სახლში გამოკეტვას, მაგრამ თუ ჩვენთან დარჩენას არჩევს, წინააღმდეგი არ ვიქნებით არც მე და არც რასტი."
უდავოა, თითოეული სულიერი არსების გადარჩენა კეთილი საქმეა, მაგრამ როგორც RSPCA -ის წარმომადგენელი სარა ჰოულეტი აღნიშნავს, დაობლებული გარეული ცხოველის დახმარება სასურველია პროფესიონალებს მივანდოთ.
ასევე იხილეთ:
კნუტმა უცნაური მეგობარი იპოვა
ძაღლებმა უდედოდ დარჩენილი კნუტი იშვილეს
მამაკაცმა დაჭრილი ზღვის ფრინველი გადაარჩინა. ის ახალ მეგობარს აღარ ტოვებს