მამაკაცმა დაჭრილი ზღვის ფრინველი გადაარჩინა. ის ახალ მეგობარს აღარ ტოვებს (+ვიდეო)
მამაკაცმა დაჭრილი ზღვის ფრინველი გადაარჩინა. ის ახალ მეგობარს აღარ ტოვებს (+ვიდეო)
ცხოველები ის სულიერი არსებები არიან, რომლებიც მთელი ცხოვრება მადლიერნი იქნებიან დახმარებისთვის. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც გარეული ცხოველი ადამიანის ერთგული მეგობარი გამხდარა მას შემდეგ, რაც სიკვდილისგან უხსნიათ, თუმცა, შესაძლოა ფრინველის შესახებ პირველად წაიკითხოთ მსგავსი ისტორია.

ჯეფრი კონდონი ტანზანიაში ერთ-ერთ კოპანიაში მუშაობს. მან სათევზაოდ უცნაური კომპანიონი - მარტოხელა ვარხვი იპოვა. ფრინველი დაშავებული იყო, ქარიშხალმა ის თავის ოჯახს დააშორა. ჯეფრიმ და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს უმწეო ვარხვი გადაერჩინათ. ფრინველი თავიდანვე მიენდო ჯეფრის და დაუმეგობრდა.

ვარხვები ოჯახებად ცხოვრობენ, გუნდურად ნადირობენ თევზებზე და ასე ირჩენენ თავს
ველურ გარემოში, ამიტომ მამაკაცი განიცდიდა, რომ ფრინველი ძველებურად ვეღარ შეძლებდა ნადირობას. 

ჯეფრის ერთ-ერთი მიზანი იყო,
ესწავლებინა ვარხვისთვის თევზის დაჭერა. ეს დიდი ნაბიჯი იქნებოდა ფრინველისთვის, რათა მომავალში თვითრეალიზაცია მოეხდინა. გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე ხანში პირველი ნაბიჯები გადადგმული იყო.

ფრინველი მამაკაცთან ერთად ყოველ დღე გადის ზღვაში, ის შინაური ბინადარივით ჯდება მის კალთაზე და მოფერების ნებას აძლევს.

Zooclub

ბედნიერი ზღვის ფრინველი ძალიან შეეჩვია ადამიანებს, განსაკუთრებით კი ჯეფრის, რომელმაც სიცოცხლე შეუნარჩუნა.

იხილეთ საოცარი ვიდეო ჯეფრისა და ვარხვის მეგობრობაზე.

ასევე იხილეთ:

გოგონა და მისი მგლები

პატრონმა ძაღლს, რომელიც სიმსივნის დამარცხებაში დაეხმარა, გამოსამშვიდობებელი ფილმი მიუძღვნა

სხვადასხვა სახეობის ცხოველი, რომლებიც ქალმა გადაარჩინა, საუკეთესო მეგობრები გახდნენ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?