ძაღლებმა უდედოდ დარჩენილი კნუტი იშვილეს
ძაღლებმა უდედოდ დარჩენილი კნუტი იშვილეს
ძაღლმა ეზოს სიახლოვეს იპოვა პატარა კნუტი, ჩაავლო მას პირი და სახლში შეიყვანა.

ძაღლების პატრონი ტიფანი ჰალი, რომელიც თავის ბინადრებთან ერთად მაუნთ-ვერნონში (აშშ) ცხოვრობს, იხსენებს:

"ყველაზე მეტად გამაკვირვა ჩემი ძაღლი ჩაოსის საქციელმა, რომელიც გაწვრთნილი მონადირეა. ის ნადირობს ფრინველებსა და მაჩვებზე. უცნაურია, როგორ დატოვა კნუტი უვნებელი."

მართლაც, ჩაოსს პირით კნუტი ფრთხილად ეჭირა. ძაღლმა უსუსური ცხოველი სახლში შეიყვანა. ტიფანის მეგობარმა კნუტი აიყვანა და ეზოს გარეთ გაუშვა იმ იმედით, რომ მას დედა იპოვიდა.

თუმცა, მომდევნო დღეს ძაღლის პატრონს კნუტი ისევ სახლის წინ დახვდა. როგორც
ჩანს, მშობელმა მიატოვა, ამიტომ ტიფანიმ ცხოველი სახლში შეიყვანა. გაუკეთა
პატარა ყუთი და იქ დააბინავა.

ჩაოსი პატარა ცხოველს დარაჯობდა და იცავდა მეორე ბინადარი ძაღლისგან, რომელსაც პატრონები ატილას ეძახიან. რამდენიმე დღის შემდეგ კნუტს ატილაც დაუმეგობრდა.

Zooclub

ოჯახის ახალ ბინადარს ჯეიკი დაარქვეს. ჩაოსიც და ატილაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მას. როგორც ჩანს, ორივე ძაღლს დედობრივი გრძნობები გაუჩნდათ ამ პატარა არსების მიმართ.

ასევე იხილეთ:

როგორ ეხმარებიან ერთმანეთს ცხოველები

კატა ლეკვს შვილივით უვლის

ძაღლი დაშავებულ პატარა ზებრას უვლის

ნანა
ვაიმეე ამ საყვარელს ვინ არ დაუმეგობრდებოდა? ისე ჩემმა კატამ რვა ახალდაბადებული ლეკვი ალოკა და ძუძუს აწოვებდა თავის კნუტებთან ერთად რა სილამაზე იყო ნეტა გენახათ ამ ლეკვებზე დედამ უარი თქვა, მაგრამ მოგვიანებით მაინც გაუწია დედობა. ჩემი საწყალი კატა ლამის გაპუტეს ყველამ ერთად.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?