error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/c283973dd7c3d6deec75e0e53ba03cbc.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
როგორ ეხმარებიან ერთმანეთს ცხოველები
როგორ ეხმარებიან ერთმანეთს ცხოველები
ქვევით მოყვანილი მაგალითები, გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძიათ ცხოველებს გამოხატონ სითბო და ერთმანეთის მიმართ თანადგომა. შესაძლოა, ამ ისტორიებმა მსოფლიო არ შეცვალოს, მაგრამ ადამიანებისთვის აღმოჩნდეს მაგალითი, თუ როგორ უნდა გავიტანოთ ერთმანეთი.


სამხრეთ კაროლინაში სახლის კატამ იშვილა გარეული კატის კნუტები, რომლებიც ადამიანებმა იპოვეს ერთ-ერთი შენობის ნანგრევებში. კატა უვლიდა და კვებავდა მათ, როგორც საკუთარ შვილებს.

Zooclub

სან-ფრანცისკოში 6 წლის ლაბრადორმა, კოამ იპოვა მიტოვებული ბაჭიები და გადაწყვიტა, მათზე ეზრუნა. კოას არასოდეს ყოლია საკუთარი ლეკვები, მაგრამ ბაჭიების პოვნის შემდეგ, მას დედობრივი ინსტიქტი გაეღვიძა და შვილივით უვლიდა პატარა
კურდღღებს.

Zooclub

ძაღლმა რექსიმ გადაარჩინა კენგურუს შვილი, რომელიც გარდაცვლილი დედის ჩანთიდან ამოიყვანა. ავსტრალიაში დედა კენგურუ ავტოსაგზაო
შემთხვევის მსხვერპლი გახდა. რექსი რომ არა, პატარა კენგურუც სასიკვდილოდ იყო განწირული, რადგან გზაზე, სადაც სამანქანო მოძრაობა იყო, გარდაცვლილ დედის ჩანთაში იჯდა.

Zooclub

ტანზანიაში ბეჰემოტმა პატარა ზებრა სიკვდილისგან იხსნა. ზებრა ტანზანიის მდინარეზე გადასვლას ცდილობდა, როცა სწრაფმა დინებამ ცხოველი წაიღო. თვითმხილველების თქმით, ბეჰემოტი თავდაუზოგავად ცდილობდა ამ პატარა არსების გადარჩენას და დიდი ძალისხმევის შედეგად მან ზებრა სამშვიდობოს გამოიყვანა.

Zooclub

გორილამ სახელად კოკო კნუტი იშვილა, მას მერე შვილივით უვლის და ძალიან უფრთხილდება.

Zooclub

იმის შემდეგ, რაც მონადირეებმა ტაილანდში სამი თვის მაიმუნს დედა მოუკლეს, ის ბუდისტებმა ტაძარში წაიყვანეს. ტაძრის ბინადარმა ძაღლმა თანიმ მასზე მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო - ტანი უვლის პატარა მაიმუნს და მეტიც, თავის საკვებსაც უნაწილებს.

Zooclub

ეს რამდენიმე ემოციური ისტორია ბევრ ადამიანს დააფიქრებს ურთიერთობებზე და არა მარტო ადამიანებთან, არამედ ცხოველებთან მიმართებაშიც.

natela
ადამიანებო ყველამ წაიკიტხეტ
nini
საყვარლებიი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?