კატა ლეკვს შვილივით უვლის (+ფოტო)
კატა ლეკვს შვილივით უვლის (+ფოტო)
როდესაც ლეკვი ოჯახმა სახლში მიიყვანა, ყველას გასაოცრად, კატამ, სახელად პლატომ, რომელიც სხვა ცხოველებთან მეგობრობის წინააღმდეგი იყო, ლეკვი თბილად მიიღო. ყველა გაოცებული იყო პლატოს დადებითი განწყობით. ლეკვს ბულკა დაარქვეს. მოყვანის დღიდან კატა მას გვერდიდან არ შორდებოდა და თითქოს დედობრივი მზრუნველობით, სულ თან დაყვებოდა. 

"არ გვეგონა, თუ ასე თბილად მიიღებდა პლატო ახალ ოჯახის წევრს. ყოველთვის, როცა სხვა ცხოველს ხედავდა, აგრესიით გამოირჩეოდა. ძალიან მეშინოდა, როგორ შეხვდებოდა ჩვენი კატა ამ სიახლეს."- ამბობს ცხოველების პატრონი.

ყოველთვის, როცა ბულკა ეზოშია, კატა მის მიმართ მზრუნველობით გამოირჩევა. პლატოს
ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, რაც ოჯახში ახალი წევრი გამოჩნდა.

"ადამიანს, რომლსაც სახლში მხოლო კატა ან ძაღლი
ჰყავს, შესაძლოა, სურვილი გაუჩნდეს, მოიყვანოს მეორეც, თუმცა, შიში აქვს, როგორ შეხვდება მათი შინაური ბინადარი ახალი ოჯახის წევრს. მინდა მათ ვუთხრა, რომ ამით თქვენს ოთხფეხა მეგობარს ბედნიერებას აჩუქებთ და მათ ცხოვრებას კიდევ უფრო ლამაზსა და საინტერესოს გახდით."- ამბობს ბულკასა და პლატოს პატრონი.

იხილეთ ფოტოგალერეა


ასევე იხილეთ:

2014 წლის ყველაზე ცნობილი ისტორიების კოლაჟი ცხოველებზე

როგორ ეხმარებიან ერთმანეთს ცხოველები

დედა კატამ ახალშობილი ციყვი იშვილა
გალერეა
დარო
ძალიან საყვარლები არიან.ზოგიერთმა ადამიანმა მაგალითი მათგან რომ აიღოს კარგი იქნება!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?