ბორდერ კოლი
ბორდერ კოლი
სწრა­ფი, შრო­მის­მოყ­ვა­რე და ნი­ჭი­ე­რი – ეს სიტყ­ვე­ბი ყვე­ლა­ზე კარ­გად ახა­სი­ა­თებს ბორ­დერ კო­ლის . ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა დაღ­ლი­ლი მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ თქვენს ნი­შან­ზე მყი­სი­ე­რად ხა­ლის­დე­ბა და მზად არის ახა­ლი და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. ეს ძაღ­ლი ცხვრის მწყემ­სად შოტ­ლან­დი­ის ქვა­ღორ­ღი­ან სა­საზღ­ვრო რა­ი­ო­ნებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. დღეს ბორ­დერ კო­ლი, რომ­ლის სის­წრა­ფე და ენერ­გია სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი­ა, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან უყ­ვართ. ეს ძალ­ზე გო­ნი­ე­რი და გუ­ლის­ხმი­ე­რი ძაღ­ლე­ბი ად­ვი­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან წვრთნას, მაგ­რამ მკაც­რი მოპყ­რო­ბით შე­საძ­ლოა და­ით­რგუ­ნონ. რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ცხნა მათ ბეწვს ელ­ვა­რე­ბას შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს, და­მა­ტე­ბი­თი ზრუნ­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბათ რბი­ლი თივ­თი­კის ცვე­ნის დროს. აბა­ნა­ვეთ ან გა­ა­სუფ­თა­ვეთ
შამ­პუ­ნით მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­უ­სინ­ჯეთ ყუ­რე­ბი და ბეწ­ვი, და მო­ა­ცი­ლეთ მიკ­რუ­ლი ტკი­პე­ბი.

ბორ­დერ კო­ლე­ბი
შე­სა­ნიშ­ნა­ვი კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი არი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ოჯა­ხებ­ში, სა­დაც ენერ­გი­უ­ლი ბავ­შვე­ბი ჰყავთ. ამ ძაღლს და­უს­რუ­ლებ­ლად შე­უძ­ლია საპ­ნის ბუშ­ტე­ბით თა­მა­ში.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - შოტლანდია
მთავ. დანიშნულ. - ცხვრის მწყემსვა
ტემპერამენტიო - გონიერი, მხიარული
სიც. ხანგრძლივ - 12-16 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, მძაფრი
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
48-56 სმ
14-20 კგ
ძუ
46-53 სმ
12-19 კგ

კუ­დი

ზო­მი­ე­რად გრძე­ლი ოდ­ნავ აპ­რე­ხი­ლი ბო­ლო­თი.

თვა­ლე­ბი
ოვა­ლუ­რი, ყა­ვის­ფ­ერი. ამ ჯი­შის შავბეწ­ვი­ა­ნი ძაღ­ლის გარ­და ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ღია ფე­რის თვა­ლე­ბი.

ცხვი­რი

ცხვი­რის ფე­რი მი­ე­სა­და­გე­ბა ბეწ­ვის ძი­რი­თად ფერს.

სა­ხე

ოდ­ნავ წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი; გო­ნი­ე­რი, ფხი­ზე­ლი და მზად­მყო­ფი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა.

ტა­ნი
პრო­პორ­ცი­ული, გამ­ხდა­რი და და­კუნ­თუ­ლი.

ბეწ­ვი
სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის ორ­მა­გი ბეწ­ვი, შავ-თეთ­რი, ზოგ­ჯერ ჟანგისფრით გა­ჯე­რე­ბუ­ლი სამ­ფე­რი, აგ­რეთ­ვე, ცისფერი მარმარილო თეთ­რი ლა­ქე­ბით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი და პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ლა­გე­ბუ­ლი, უკა­ნა – ფარ­თო და და­კუნ­თუ­ლი.

თათები
კომ­პაქ­ტუ­რი და ოვა­ლუ­რი ფორ­მის, დი­დი, ძლი­ე­რი ბა­ლი­შე­ბით, ზო­მი­ე­რად ამოზნექილი თითებითა და ძლი­ე­რი ბრჭყალებით.

Zooclub

შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით გა­მორ­ჩე­ულ ბორ­დერ კო­ლის შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი­სა და ფრინ­ვე­ლის მწყემ­სვა, მათ შო­რის ბა­ტე­ბი­საც. გო­ნი­ე­რი ბორ­დერ კო­ლი დას­ვე­ნე­ბის დრო­საც ყვე­ლა­ფერს თვალყურს ადევ­ნებს.

ბორ­დერ კო­ლის, რო­გორც ფა­რის შე­სა­ნიშ­ნავ მწყემსს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ალ­ღო­სა და შრო­მის­მოყ­ვა­რეო­ბის გა­მო დი­დად აფა­სე­ბენ.

ცნო­ბი­ლი­ა, რომ ბორ­დერ კო­ლის მზე­რი­თაც შე­უძ­ლია ცხვარ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა და
მა­თი და­მორ­ჩი­ლე­ბა.


რჩევა:
ამ ძაღ­ლებს უნ­და ჰქონ­დეთ საკ­მა­რი­სი ვარ­ჯი­შის სა­შუ­ა­ლე­ბა, თო­რემ მოიწყ­ე­ნენ და მავ­ნებ­ლო­ბას და­იწყ­ე­ბენ.
მგრძნო­ბი­ა­რეა ზო­გი­ერ­თი პარაზიტული ჭი­ის წამ­ლის მი­მართ.



მონაცემები:
წარმოშობა - შოტლანდია
მთავ. დანიშნულ. - ცხვრის მწყემსვა
ტემპერამენტიო - გონიერი, მხიარული
სიც. ხანგრძლივ - 12-16 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, მძაფრი
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
48-56 სმ
14-20 კგ
ძუ
46-53 სმ
12-19 კგ
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?