კოლი
კოლი
ამ ძაღლს უმალ ცნო­ბენ ისი­ნი, ვინც ბავ­შვო­ბა­ში ტე­ლე­სე­რი­ალ ”ლე­სის” ადევ­ნებ­და თვალ­ყურს. კო­ლი დღეს ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ძაღ­ლია მსოფ­ლი­ო­ში . წი­ნათ­ მას შოტ­ლან­დი­ის მდე­ლო­ებ­ზე ამუ­შა­ვებ­დნენ, რო­გორც მეცხ­ვა­რულ ძაღლს (თა­ვად სიტყ­ვა კო­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი შა­ვი ცხვრის ჯი­შის სა­ხე­ლი­ა). არ­სე­ბობს ამ ჯი­შის ორი ფორ­მა – გრძელ­ბეწ­ვი­ა­ნი და ნაკ­ლე­ბად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მოკ­ლე­ბეწ­ვი­ა­ნი, რო­მელ­თა შო­რის გან­სხვა­ვე­ბას სწო­რედ ბეწ­ვის სიგ­რძე გა­ნა­პი­რო­ბებს. უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლია გრძელ­ბეწ­ვი­ა­ნი იმა­ვე უხეშ­ბეწ­ვი­ა­ნი ფორ­მა და მას უბ­რა­ლოდ კო­ლის ეძა­ხი­ან. მდიდ­რუ­ლი ბეწ­ვი მას შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცავს სი­ცი­ვი­სა­გან. ეს ძალ­ზე დამ­ჯე­რი და ადა­მი­ა­ნებ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი ძაღ­ლე­ბი უცხ­ო­ებს უფ­რთხი­ან. ი­სი­ნი
გო­ნი­ე­რი, ად­ვი­ლად გა­საწ­ვრთნე­ლი, მაგ­რამ ხმა­უ­რი­ა­ნი მო­
და­რა­ჯე ძაღ­ლე­ბი არი­ან და გა­მუდ­მე­ბით იყე­ფე­ბი­ან.

კო­ლი ერ­თგუ­ლი და ალერ­სი­ა­ნი და ოჯა­ხის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი ძაღ­ლი­ა. თავ­საც კი გა­წი­რავს ბავ­შვე­ბის­თვის. კო­ლე­ბი სუფ­თა ცხო­ვე­ლე­ბი არი­ან და ძაღ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუ­ნი არ ასდით.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - შოტლანდია
მთავ. დანიშნულება - ცხვრის მწყემმსვა
ტემპერამენტი - მხიარული, ენერგიული
სიც. ხანგრძლ. - 12-15 წელი
მოვლა - რეგულ. ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ., ზომიერი
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
61-66 სმ
27-34 კგ
ძუ
56-61 სმ
23-29 კგ

ბეწ­ვი
გრძე­ლი, სქე­ლი, ორ­მა­გი ბეწ­ვი, სი­ა­სა­მუ­რის­ფე­რი, სამ­ფე­რი, ცისფერი მარმარილოსფერი.

კუ­დი
ზო­მი­ე­რად გრძე­ლი, სი­ა­რუ­ლის დროს მხი­ა­რუ­ლად აქი­ცი­ნებს.

თათები
შე­და­რე­ბით პა­ტა­რა და ოვა­ლუ­რი ფორ­მის, მრგვა­ლი ბა­ლი­შე­ბით, უხე­ში თა­თის გუ­ლე­ბით და ამოზნექილი თითებით.

სა­ხე
გამ­ხდა­რი, სო­ლი­სე­ბუ­რი ფორ­მის, გო­ნი­ე­რი, ფხი­ზე­ლი, ალერ­სი­ა­ნი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

თვა­ლე­ბი
ნუ­შის ფორ­მის, სა­შუ­ა­ლო ზო­მის და მუ­ქი.

ცხვი­რი
შა­ვი და წვე­ტი­ა­ნი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

ტა­ნი
მყა­რი, მკვრი­ვი და და­კუნ­თუ­ლი, ძარ­ღვი­ა­ნი, ფუმ­ფუ­ლა ბეწვით შემოსილი კის­რით და დი­დი გულ­მკერ­დით.

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხებიც და­კუნ­თუ­ლი აქვს.


Zooclub

ის­ტო­რი­უ­ლად ამ ჯიშს სა­ქონ­ლის – ძრო­ხე­ბი­სა და ცხვრე­ბის – ბა­ზარ­ში გამ­რე­კად ამუ­შა­ვებ­დნენ. კო­ლი მო­დუ­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და 1860-ი­ან წლებ­ში, მას შემ­დეგ, რაც შოტ­ლან­დი­ა­ში ჩა­სულ­მა დე­დო­ფალ­მა ვიქ­ტო­რი­ამ ნა­ხა და შე­იყ­ვა­რა.

მოკ­ლე­ბეწ­ვი­ან კო­ლის მოკ­ლე, უხე­ში და ტან­ზე და­წო­ლი­ლი ბეწ­ვი აქვს.
უხეშ­ბეწ­ვი­ა­ნის თვა­ლის­მომ­ჭრელ უხეშ ბეწვს ჭუჭყი თით­ქმის არ ეკა­რე­ბა, მის კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად საკ­მა­რი­სია კვი­რა­ში ერ­თხელ და­ვარ­ცხნა. აბა­ნა­ვეთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.
დიდ, ძლი­ერ კო­ლის ხში­რად აქვს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი _ თეთ­რი ფე­რის სა­ყე­ლო, გულ­მკერ­დი, ტერ­ფე­ბი და კუ­დის წვე­რი.


რჩევა:
ამ ძაღლებმა მაგარი საკვები უნდა ღეჭონ კბი­ლე­ბის სი­სუფ­თა­ვის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.
ზოგჯერ ცუდად იტანს ზოგიერთი პარაზიტული ჭიის წამალს.
ტეგები
მაია
ყველაზე ჭკვიანი, ერთგული და მოსიყვარულე ძაღლი
577179934
მამალი მყავს შევაჯვარებ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?